02:39 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-03 17:28:05, 770 ნახვა

კომენტარი
კაპანაძე იოსებ სიგუაზე: ნებისმიერ შემთხვევაში, მას მოუწევს ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემა, ეს გარდაუვალია

„სამსახურიდან გაშვება, ცუდად გახდომა და სხვა მიზეზები არამც და არამც არავის გაათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავჯდომარე და „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსის, იოსებ სიგუას სხდომაზე არ გამოცხადების ფაქტს.

კაპანაძის განმარტებით, კომისიის კითხვებისგან თავის არიდებას ვერცერთი გამოსაკითხი პირი ვერ მოახერხებს.

„დღეს ჩვენ ვაგრძელებთ შსს წარმომადგენლების მოსმენას, ბატონი ბედოიძე და ბატონი ფიფია არიან ჩვენთან, მათთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი კითხვა გვაქვს და ამ კითხვებზე მათ მოუწევთ პასუხების გაცემა. სამწუხაროა, რომ ბატონი სიგუა ჯერ არ მოსულა, ჩვენ გავიგეთ ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ცუდად იყოს, ამას გავარკვევთ, იმიტომ რომ ჩვენთან შეტყობინება არ მოსულა ამასთან დაკავშირებით. თუ ეს მართლა ასეა, მას მოუწევს ახსნა ჩვენთვის და დადასტურდება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ჩვენ მის მიმართ კითხვები გვაქვს, მას მოუწევს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, ეს არის გარდაუვალი, ისევე როგორც ნებისმიერ თანანმდებობის პირს. ყველას მინდა მოვუწოდო, კარგად მოემზადონ აქ მოსასვლელად და ნუ ექნებათ იმედი რომ მათ ჯანმრთელობის გაუარესების გამო ან სხვა მიზეზით თავს აარიდებენ კითხვებს, რომელიც გააჩნია კომისიას და ასევე გააჩნია საზოგადოებას. ყველაფერი გაირკვევა. ასევე თუ სამსახურიდან გაუშვეს გუშინდელი სხდომის მერე, ჩვენ მოგვიწევს იმის გარკვევა, თუ რა მიზეზით გაუშვეს? რა იცის მან და რა კითხვებზე შეეცადნენ რომ პასუხები ყოფილიყო არიდებული? ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანი არის თუ არაა თანანმდებობაზე, მას მოუწევს, ჩვენი კითხვებისთვის პასუხის გაცემა, როგორც შოთაძეს მოუწევს პასუხის გაცემა ჩვენი კითხვებისთვის, ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, სამსახურიდან გაშვება, ცუდად გახდომა და სხვა მიზეზები არამც და არამც არავის გაათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან“, - აღნიშნა კაპანაძემ.

შეგახსენებთ, კომისიის სხდომაზე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების - გამომძიებელ ირაკლი ფიფიას, დეტექტივების სამმართველოს უფროსის იოსებ სიგუას და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის შალვა ბედოიძის მოსმენა უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა სხდომაზე მხოლოდ ფიფია და ბედოიძე მივიდნენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics