|
2018-07-03 12:03:29, 756 ნახვა
კომენტარი
ხაბარელი - კომფორტული იქნებოდა, სპორტი ყოფილიყო ცალკე, მაგრამ არამგონია, რომ ამ სფეროს ყურადღება მოაკლდეს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შოთა ხაბარელის განცხადებით, განათლებისა და სპორტის სამინისტროების შერწყმით, სპორტის სფეროს ყურადღება არ მოაკლდება. როგორც ხაბარელმა ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობის მიერ აღებული მიმართულება სწორია. მანვე დასძნა, რომ სპორტი, განათლება და კულტურა ქვეყნის პრიორიტეტულ საკითხებად არის აღიარებული. "ყველაზე კომფორტული იქნებოდა, რომ სპორტი ყოფილიყო ცალკე. მაგრამ დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ აღებულია სწორი მიმართულება, რადგამ სპორტი და განათლება ფაქტობრივად თანხვედრაშია. აქედან გამომდინარე არამგონია, რომ სპორტის სფერო დაიჩაგროს და მას ფინანსები არ შეუმცირდება. პირიქით, პრემიერ-მინისტრმაც დაანონსა, რომ კულტურა, სპორტი და განათება უნდა იყოს პრიორიტეტი და ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ სპორტი ისარგებლებს და იხეირებს", - განაცხადა დეპუტატმა.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)