|
2018-07-02 15:01:08, 605 ნახვა
კომენტარი
ზურაბიშვილი: კომისია არ მუშაობს სერიოზულად - ამდენ დროს ვხარჯავთ დებატებში, როცა მთავარი მოწმეები არ არიან დაკითხული
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრის, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კომისიის მთავრი მიზანი ხორავას საქმის გარემოებების გამოძიება უნდა იყოს, რაც ამ ეტაპზე არ ხდება. „მე ვეყრდნობი იმას, რომ ჯერ ჩვენ არ ვართ არაფრისთვის მზად. ეს კომისია არ მუშაობს სერიოზულად. ის, რომ დღეს ჩვენ ამდენ დროს ვხარჯავთ ნახევრად იურიდიულ, ნახევრად პოლიტიკურ დებატებში, იმ დროს როცა მთავარი მოწმეები არ არიან დაკითხული. რამდენიმე დღეა მე სულ ამას ვკითხულობ, როდის იქნებიან არასრულწლოვნები დაკითხული იმ ფსიქოლოგთან რომელთანაც შევთანხმდით. ეს არის მთავარი, რისთვისაც ეს კომისია შეიქმნა, ჩვენი საქმე. თუ გვინდა, რომ საქმე წარმოჩინდეს ჩვენი სერიოზული ნამუშევარი. კომისია შეიქმნა იმიტომ, რომ გამოიძიოს და არა იმისთვის რომ გაანალიზოს არსებული მასალები. ეს არის მნიშვნელოვანი ნაწილი, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი არის ჩვენი გამოძიება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)