|
2018-07-02 13:18:27, 729 ნახვა
კომენტარი
კუპრავა: მირზა სუბელიანმა მოსთხოვა კახა სირაძეს, რომ ფარდულის პრობლემა მოეგვარებინა
"სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელის ზვიად კუპრავას განცხადებით, ის საგამოძიებო კომისიას ყველა იმ პირის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას, რომლებმაც ხორავას ქუჩის საქმეში საკუთარი თანამდებობა ბოროტად გამოიყენეს. როგორც კუპრავამ აღნიშნა, სხდომაზე დასახელდება 7 პირი, რომელიც მოზარდების მკვლელობის საქმის გამოძიებაში იყო ჩართული. მისივე განმარტებით, ფარდული მირზა სუბელიანის დავალებით შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა დაანგრიეს. "6 თვის განმავლობაში ყველაფერზე ვლაპარაკობდით, უბრალოდ არ გვისმენდნენ და ეს იყო პრობლემა. ვისაუბრებ დეტალებზე, რომელიც ფარდულს, მირზა სუბელიანს და შსს-ს წარმომადგენელ, კახა სირაძეს ეხება. ასევე მის მეგობრებთან დაკავშირებით ვისაუბრებ. კერძოდ იმ ადამიანებზე, რომლებიც სირაძესთან და გამოძიებასთან არიან ირიბ კავშირში. ჩამოვთვლი შინაგან საქმეთა სამინისტროდან 7 სახელსა და გვარს. ზოგი მოქმედი თანამშრომმელია, ზოგი არა, მათ შორის არის ერთ-ერთი ოთარ მირზოევი. ეს ადამიანები, მათ შორის სირაძე სუბელიანის წინაშე ვალდებულება გააჩნიათ. სამართალდამცველების ამ ჯგუფის წევრები არიან ვალდებულებულები სუბელიანის წინაშე და მან ეს ვალდებულება ბოროტად გამოიყენა. სუბელიანმა მოსთხოვა სირაძეს, რომ ფარდულის პრობლემა მოეგვარებინა", - განაცხადა კუპრავამ. მან ასევე იმაზეც ისაუბრა, თუ რატომ გახდა აუცილებელი მისი დაკითხვა დაჩქარებულ ფორმატში მომხდარიყო. "შეყვანილი ვიყავი მოწმეთა სიაში, რომელიც უნდა დაიკითხოს საგამოძიებო კომისიის მიერ, თუმცა არ იყო განსაზღვრული როდის მოხდებოდა ჩემი დაკითხვა. ამას შესაძლოა არსებითი მნიშვნელობა არც ჰქონოდა, რომ არა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებო. რამდენიმე დღის წინ შსს-მ დაიწყო გამოძიებო და აღძრა სისხლის სამართლის საქმე 366-ე მუხლით ჩემს წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ, მსურს დროულად მივაწოდო ინფორმაცია საპარლამენტო კომისიას. ვიმსჯელეთ ზაზასთან ერთად და მან დაურეკა სერგი კაპანაძეს, რათა კომისიამ ჩემი დაკითხვა დააჩქაროს", - განაცხადა ზვიად კუპრავამ.
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)