17:52 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-02 12:28:09, 666 ნახვა

სამართალი
ბესელია: კომისიას შეუძლია შესაბამის ორგანოებს გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართოს და არა პირის მიმართ დევნის

„ძალიან მიკვირს, რომ ერთი კვალიფიციური იურისტი არ აღმოჩნდა, რომელიც სწორად მოახდენდა რეკომენდაციის ფორმულირებას“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრმა ეკა ბესელიამ „ევროპული საქართველოს“ მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, კანონის თანახმად, კომისიას შეუძლია, შესაბამის ორგანოებს გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართოს და არა პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის.

 „სისხლის სამართებრივი დევნის დაწყება არის მხოლოდ და მხოლოდ პროკურატურის დისკრეცია და პირის მიმართ დევნის განხორციელება. ასე საკითხის დასმა სამართლებრივი შეცდომაა, თუ სხვა რამ არა. კომისიას რა თქმა უნდა ექნება რეკომენდაციები, ექნება გარკვეული ფორმა რეაგირების, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს მტკიცებულებები შეჯერების შემდეგ. მე მაქვს ორი ძალიან კრიტიკული პოზიცია - ერთი, რომ რეკომენდაციები დასაწყისში არ გაიცემა და პასუხისმგებლობის მატარებელი კომისია რეკომენდაციებს გასცემს ბოლოს, როდესაც ის აჯამებს მასალებს. დასაწყისში რეკომენდაციებით დაწყება ნიშნავს ზედაპირულობას და მე ამას არ მივესალმები. მეორე- ჩვენ რეგლამენტში და კანონში გვიწერია, რომ კომისიას შეუძლია გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართოს შესაბამის ორგანოებს. გამოძიების დაწყების და პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნა სხვადასხვა რამეა. პირის მიმართ დევნის დაწყების უფლება არ აქვს პოლიტიკურ ორგანოს და არც მის საგამოძიებო კომისიას“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

„ევროპული საქართველოს“ ერთი რეკომენდაცია ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირებისას გ.მ. სხეულის დაზიანების ფაქტზე გამოძიების ჩატარებას უკავშირდება, ხოლო მეორე - საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის, მ.კ.-ს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას.

 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინმა მოსკოვის გარშემო კიდევ ერთი საჰაერო თავდაცვის რგოლის აშენება გადაწყვიტა
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics