|
2018-06-30 14:52:02, 886 ნახვა
სამართალი
ომბუდსმენის მოადგილე - საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციები ფაქტობრივად და სამართლებრივად გამართულია
სახალხო დამცველის მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის შეფასებით, ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები, ფაქტობრივად და სამართლებრივად გამართულია. როგორც მან კომისიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელზეც ამ კონკრეტულ რეკომენდაციებშია საუბარი, ომბუდსმენის აპარატსაც ანალოგიური მიგნებები ჰქონდა. "ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ვიმსჯელეთ არის ის, თუ რა რეაგირების ფორმები უნდა ჰქონდეს კომისიას. მოგეხსენებათ, ეს არის პირველი საგამოძიებო კომისია, რომელიც შეეხება მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს, რასაც ბუნებრივად ახლავს გარკვეული დელიკატურობა და გარკვეული ფრთხილი მიდგომები საჭიროა. ჩვენ განვიხილეთ ის სამართლებრივი საკითხები, რომელიც ამ კუთხით არსებობს და შესაბამისი საკანონმდებლო სტანდარტები. ბუნებრივია, ვიმსჯელეთ კონკრეტულ იმ რეკომენდაციებზე, რომელიც შემუშავებულია. შინაარსობრივი და ასევე პროცედურული თვალსაზრისით ამ ეტაპზე კონკრეტული შენიშვნის გაკეთება ძალიან გვიჭირს. მე მგონი ეს რეკომენდაციები ფაქტობრივად და სამართლებრივად გამართულია. ვნახოთ რა კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებს კომისია. ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელზეც ამ კონკრეტულ რეკომენდაციებშია საუბარი, ბუნებრივია, ჩვენც ანალოგიური მიგნებები გვქონდა და ფაქტობრივი თვალსაზრისით ამ გარკვეულ ეჭვებს და კითხვის ნიშნებს ჩვენც ვეთანხმებით“, - განაცხადა ბურჯანაძემ.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)