|
2018-06-29 19:27:49, 1044 ნახვა
სამართალი
ბიზნესმენმა ილია კეჭაყმაძემ „გურიის მოამბეს“ სააპელაციო სასამართლოში დავა მოუგო
ბიზნესმენმა ილია კეჭაყმაძემ გაზეთ „გურიის მოამბეს“, რომელიც გამომცემელი შპს „გურიის პრესკლუბია“ სააპელაციო სასამართლოში დავა მოუგო. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილებით, გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამარლოს 31 იანვრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა კეჭაყმაძის სარჩელი პატივისა და ღირსების შემლახავი ინფორმაციის უარყოფის თაობაზე და ამ საკითზე ახალი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. კონკრეტულად კი სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გაზეთ ‘გურიის მოამბის“ 2017 წლის 16ოქტომბრის ნომერში და ამავე გაზეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატიით „რატომ იმატა გურიაში შეკვეთილმა მკვლელობებმა _ დგას თუ არა გახმაურებული მკვლელობების უკან ილია კეჭაყმაძე“ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ რომ „კრიმინალები მჟავანაძეს პოლიციის უფროსმა მურადაშვილმა ილა კეჭაყმაძის დავალებით მიუსია, ოზურგეთში ყველა კრიმინალურ გარჩევაში ილა კეჭაყმაძე მონაწილეობს“ არ შეესაბამება სიმართლეს და არის ცილისწამება. სასამართლომ „გურიის მოამბეს“ დაავალა გაზეთში და ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნოს ცნობა სასამართლო გადაწყვეტილების თაობაზე შემდეგი ფორმით: „გაზეთ გურიის მოამბის“ 2017 წლის 18 ოქტომბრის #40 (741) გამოქვეყნებულ სტატიაში „რატომ იმატა გურიაში შეკვეთილმა მკვლელობებმა _ დგას თუ არა გახმაურებული მკვლელობების უკან ილია კეჭაყმაძე“ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ რომ, „კრიმინალები მჟავანაძეს პოლიციის უფროსმა მურადაშვილმა ილა კეჭაყმაძის დავალებით მიუსია; ოზურგეთში ყველა კრიმინალურ გარჩევაში ილა კეჭაყმაძე მონაწილეობს“ არ შეესაბამება სიმართლეს და არის ცილისწამება. სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ცნობა გამოკვეთილი შრიფტით გაზეთის მეორე გვერდზე უნდ გამოქვეყნდეს. გარდა ამისა, „გურიის მოამბეს“ 250 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაც დაევალა. სააპელაციო სასამართლომ კეჭაყმაძის სარჩელის ერთი ნაწილი არ დააკმაყოფილა და ძალაში დატოვა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
(NS)
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)