|
2018-06-29 14:31:35, 844 ნახვა
კომენტარი
ზალკალიანი: თუკი იქნება მტკიცებულება ამა თუ იმ პირის გარდაცვალების თაობაზე, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიიდან“ ამოვიღებთ
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში" გარდაცვლილი პირების შეყვანის ფაქტს ეხმაურება. როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, თუკი იქნება დოკუმენტური მტკიცებულება ამა თუ იმ პირის გარდაცვალების თაობაზე, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიიდან“ მისი ამოღება მოხდება. მინისტრის განცხადებით, ქვეყნის უცხოელი პარტნიორები აღნიშნულ ფაქტს გაგებით ეკიდებიან. „ამის შესახებ გუშინ მქონდა საუბარი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. მათ დეტალურად განვუმარტეთ, რა იყო ამ სიის შედგენის ძირითადი კრიტერიუმი. საქართველოს პარლამენტის რეზოლუციაში ძალიან მკაფიოდ არის განსაზღვრული, თუ ვინ უნდა იყოს ამ სიაში. სამი კრიტერიუმია: ბრალდებული და მსჯავრდებული; ადამიანები, რომელთა მიმართაც არის სისხლისსამართლებრივი დევნა და დანაშაული ჩადენილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე. სამივე კრიტერიუმს სრულფასოვნად პასუხობს ის სია, რომელიც არის წარმოდგენილი. თქვენ ახსენეთ გარდაცვლილები. როგორ გგონიათ, ვინც ადგენდა ამ სიას, ბუნებრივია ფიქრობდა, რომ მსგავსი სახის კითხვები იქნებოდა, მაგრამ სამართლებრივად, როდესაც არ არის არანაირი მტკიცებულება, არანაირი საბუთი, რომ ის პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაუალი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არის გარდაცვლილი, ვერ მოხდებოდა მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა. ეს სია არ არის დასრულებული და თუკი იქნება ამა თუ იმ პირების შესახებ დოკუმენტალური მტკიცებულება, რომ არის გარდაცვლილი, ბუნებრივია, მოხდება მისი ამოღება. არანაირი კითხვები ჩვენს უცხოელ პარტნიორებს ამასთან დაკავშირებით არა აქვთ. ძალიან გაგებით ეკიდებიან ამას, იმიტომ, რომ ამას აქვს თავისი სამართლებრივი საფუძველი“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)