00:22 - 23 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-29 11:01:49, 640 ნახვა

რეგიონი
ომარ ტაკიძე ღომას და საყენდრიას მთებში მოიალაღეებს შეხვდა

შუახევის მერის მოადგილე ომარ ტაკიძე საკრებულოს წევრებთან ერთად ღომას და საყენდრიას მთებში იმყოფებოდა, შეხვდა მოიალაღეებს და ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას.

ღომას მთის დასახლებები ზღვის დონიდან 1800-2000 მეტრის სიმაღლეზე, ცენტრალური მაგისტრალიდან 18 კილომეტრში მდებარეობს. გარდა სამკურნალო-მინერალური წყლებისა, ღომა ზამთრის კურორტის მოწყობის შესაძლებლობასაც იძლევა.

მთებში აღდგენილია ზამთრის შედეგად დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზები და მოსახლეობას სრულად მიეწოდება ელექტროენერგია.

ორივე მთის მოიალაღეებს სეზონის დასრულებამდე მოემსახურება ექთანი, პერიოდულად მოხდება ამბულატორიის ექიმების გასვლაც.

ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით წაბლანიდან ღომას მთაში მოეწყო ბეტონის საფარი. იგეგმება მთის მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობა და განვითარებაც.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის სანქციების გამო, თურქეთმა ირანთან საავიაციო და საბანკო ურთიერთობების გაწყვეტა დაიწყო
ევროკავშირმა, საფრანგეთისა და ლუქსემბურგის ზეწოლის ქვეშ, უსმანოვისა და ფრიდმანის წინააღმდეგ სანქციები მოხსნა
გერმანიაში, ამერიკულ საჰაერო ბაზაზე თვითმფრინავი ჩამოვარდა, პილოტი კატაპულტირების შემდეგ გადარჩა
აზერბაიჯანმა ირანული ავიაკომპანიების რეისები აშშ-ის სანქციების გამო შეაჩერა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics