|
2018-06-28 15:05:11, 762 ნახვა
კომენტარი
კილაძე ოკუპირებული ცხინვალის „შავ სიაზე“: შეუძლიათ წერონ და იკითხონ რამდენიც უნდათ
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ოკუპირებული ცხინვალის მიერ თბილისის საპასუხოდ "შავი სიის" შექმნას ეხმაურება. როგორც კილაძემ აღნიშნა, ოკუპირებული რეგიონს მსგავსი ტიპის სიის შექმნის ლეგიტიმაცია არ აქვს. "თუ ცხინვალი გააკეთებს რაღაც სიას ეს ვერ იქნება ლეგიტიმური და ეს ვერ იქნება ის სია, რომლითაც ვინმემ ვინმე უნდა მისცეს პასუხისგებაში, ვერც საქართველოს დონეზე და ვერც საერთაშორისო დონეზე. ამიტომ მათ შეუძლიათ წერონ და იკითხონ რამდენიც უნდათ, მაგრამ ჩვენთვის მთავარია რომ ყველა ის ნაბიჯი გადავდგათ, რომელიც ჩვენი მოქალაქეების დაცვას მოემსახურება. ჩვენ გვაქვს ამის ლეგიტიმაცია, ჩვენ გვაქვს ამის უფლება და ვალდებულნიც ვართ რაც შეიძლება მეტი ასეთი ტიპის ნაბიჯები გადავდგათ",- განაცხადა სოფო კილაძემ. ცნობისთვის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარის პეტრე გასიევის განცხადებით, "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" საპასუხოდ, ოკუპირებული რეგიონი "შავ სიას" ამზადებს.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)