09:17 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-27 11:55:23, 528 ნახვა

საზოგადოება
ყოველ შაბათ-კვირას ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა „თბილისური ბაზარი“ გაიმართება

თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ინიციატივით, 30 ივნისიდან 28 ივლისის ჩათვლით, ყოველ შაბათს, 17:00-დან 23:00 საათამდე, თბილისში, რიყის პარკში ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა სახელწოდებით - „თბილისური ბაზარი“ გაიმართება.

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, „თბილისურ ბაზარზე“ დედაქალაქში დამზადებული პროდუქციის სხვადასხვა სახეობა - აქსესუარები, ტექსტილი, მინანქარი, ბატიკა, თექა, კერამიკა, მინა, ხე, ტყავი და სხვა ნაწარმი იქნება წარმოდგენილი.

„გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისში რეგისტრირებულ მიკრო და მცირე მეწარმეებს, რომლებიც ჩვენი ვებგვერდის საშუალებით, რეგისტრაციის გავლასა და პროექტში ჩართვას შეძლებენ. მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ხელი შევუწყოთ იმ ადამიანებს, ვინც ამ მიმართულებით მუშაობს და ამ კონკრეტულ ლოკაციებზე თავიანთი წარმოებული ნივთების გაყიდვა შეძლონ. საინტერესოა იმ თვალსაზრისითაც, რომ ტურისტული სეზონია, ძალიან ბევრი ტურისტია და ეს შესაძლებლობა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, თბილისის მერის ინფორმაციით, პროექტის - „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, სხვადასხვა ლოკაციაზე, ყოველ შაბათ-კვირას ღონისძიებები გაიმართება.

„ყოველი კვირის პარასკევს, შაბათსა და კვირას, ქალაქში კონკრეტული ადგილებია, სადაც შეგიძლიათ მობრძანდეთ, გაერთოთ და განიტვირთოთ. ეს ყველაფერი თქვენთვის კეთდება და მიხარია, რომ ასეთ ღონისძიებებზე ძალიან ბევრი ადამიანი მოდის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Intelligence Online: თურქული კომპანიების ქსელი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცენტრი ხდება
ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 230-ს გადააჭარბა
ნატო უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას გეგმავს
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics