07:18 - 03 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-26 18:59:42, 1063 ნახვა

სამართალი
ზვიად ფხაკაძე: ოთარ კახიძე მიყვირის, აშკარად დისკრიმინაციას განვიცდი

ხორავას ქუჩის  საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი  საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კომისიის მდივან ოთარ კახიძესა და პროკურორ ზვიდ ფხაკაძეს შორის შელაპარაკება მოხდა. 

კამათი ზვიად ფხაკაძის სიტყვებმა, როდესაც ის საქმის ერთ-ერთი მოწმის, მიხეილ კალანდიას უდანაშაულობაზე საუბრობდა.

„როდესაც მ.კ მიდის და ეხება დათო სარალიძეს, თვითონაც განსაზღვრავს, გამოძიების სტადიაზეც ლაპარაკობდა, მოწმეებიც საუბრობენ, რომ მ.კ. მიდიდოდა, რათა მის მეგობარ გ.ჯ.-ს დახმარებოდა, დაეშორებინა და მისი განზრახვა, აბსოლუტურად არ მოიცავდა დათო სარალიძის მკვლელობას, შესაბამისად გ.ჯ. როდესაც დანას უქნევს დათო სარალიძეს, ვერ ხედავს მ.კ.-ს მოქმედებას, ეს თვითონაც ისაუბრა ჩვენების დროს. მ.კ.-ს მიზანი იყო მხოლოდ დაშორება“, - აღნიშნა ზვიად ფხაკაძემ.

კომისიის მდივანმა ფხაკაძის სიტყვებს სამარცხვინო უწოდა.

„მ.კ. მიდის და მუშტებს ურტყამს, სამარცხვინოა ახლა რასაც საუბრობთ ბატონო ზვიად, სამარცხვინოა. საზღვარი ხომ აქვს ყველაფერს, აშორებს თურმე გაიგეთ?! თქვენ წარმოადგენთ უწყებას, თქვენი საქციელი არის სამარცხვინო“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ამის შემდეგ ფხაკიძემ, კომისიის თავჯდომარე სერგი კაპანაძეს მიმართა და აღნიშნა, რომ კომისიაში ახსნა-განმარტების მიცემის დროს დისკრიმინაციას განიცდის.

„ბატონო სერგი, ბატონი ოთარი მიყვირის, აშკარად დისკრიმინაციას განვიცდი“, -  აღნიშნა ფხაკაძე





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics