|
2018-06-26 16:57:01, 824 ნახვა
კომენტარი
ქანთარია - კულტურის სამინისტროს განათლებასთან მიერთებაზე პასუხისმგებლობას ვერ გავიზიარებ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილ სტრუქტურულ ცვლილებებს არ ეთანხმება. როგორც ქანთარიამ აღნიშნა, ის კულტურის სამინისტროს გაუქმების წინააღმდეგია. „როგორც ჩანს, პრემიერს აქვს მიზანი და იცის ეტყობა და ჰგონია, ყოველ შემთხვევაში, რომ ეს სასიკეთო ცვლილებებს გამოიწვევს. თეორიულად ლამაზად ჩანს, ძალიან ჯანსაღი სხეული, ჯანსაღი სული, შემოქმედება და ჭკვიანი თავი, მაგრამ ვერ ვარ მომართული იქითკენ, რომ ეს პასუხისმგებლობა გავიზიარო. სახელოვნებო რაც არის, რაც ითხზვება, ეს ხელოვნების დარგები, რაც გვაქვს, ქართული კინო, ქართული თეატრი, მუსიკა, ქორეოგრაფია, ხელოვნების დეპარტამენტად მაინც უნდა გამოყოფილიყო და ცალკე დაქვემდებარებოდა პრემიერს და ამ წინადადებით მივმართე კიდეც მაშინ და ჩაინიშნა და ვიფიქრებო თქვა. როგორც ჩანს, ამ ეტაპისთვის ასე ჩაითვალა საჭიროდ",- განაცხადა ქანთარიამ. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები წარადგინა. ცვლილებების თანახმად, კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეერწყმება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო შეერწყმება იუსტიციის სამინისტროს; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო უქმდება და მისი ფუნქციები გადანაწილდება სამ სხვადასხვა უწყებაზე: დევნილთათვის განსახლების ფუნქცია გადავა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მიგრაციის კომპონენტი შინაგან საქმეთა სამინისტრო შეითავსებს, ხოლო სოციალური პოლიტიკა გადაეცემა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს; რელიგიის სააგენტო შეერწყმება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს; ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი განვითარების კომპონენტი გადავა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)