|
2018-06-25 16:14:33, 1013 ნახვა
კომენტარი
ინაშვილი - სამარცხვინოა, რომ მწამებელი ბოკერია დღეს ზის და საგამოძიებო კომისიის ფარგლებში მკვლელობის საქმეს იძიებს
„ჩვენ შემოტანილი გვაქვს პარლამენტში რეზოლუციის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს, სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასება მიეცეს 2004-2012 წლებში სააკაშვილი-ბოკერიას მმართველობას, თუ რა ტიპის მმართველობასთან გვქონდა საქმე“, - ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა. დეპუტატი ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის საქმიანობასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ის რაც პარლამენტში ხდება, მარაზმია“. ამასთან, ინაშვილმა საგამოძიებო კომისიის წევრ გიგა ბოკერიას „მწამებელი“ უწოდა. „მინდა ეხლავე გთხოვოთ, გამოიჩინოთ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ყურადღებით მიუდგეთ ამ რეზოლუციის საკითხს. მე მიმაჩნია, რომ ის რაც ხდება საქართველოს პარლამენტში, ეს არის აბსოლუტურად მარაზმი, კონკრეტულად ამ საგამოძიებო კომისიის უმრავლესობას ვგულისხმობ. ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი რამ ქართველი ხალხისთვის, რაც იქ ხდება. მწამებლები იძიებენ მკვლელობის საქმეს. ბოკერიაზე ვამბობ პირდაპირ, რომელსაც ცოცხალი სულხან მოლაშვილი ხელს ადგებდა, რომ უშუალოდ ბოკერიამ აწამა. ჩვენი რეზოლუცია სწორედ ამ საქმეებით არის დახუნძლული. პარლამენტს 2016 წლის 10 ივნისს მიღებული აქვს ძალიან მნიშვნელოვანი დადგენილება. ეს დადგენილება თან დაერთვება ჩვენს რეზოლუციას. ამ დადგენილებაში დადასტურებულია წამების, არაადამიანიური მოპყრობის, ღირსების შელახვის არაერთი შემზარავი ფაქტი, რაც მხარდაჭერილი და აღიარებულია ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. სამარცხვინოა უბრალოდ, რომ მწამებელი ბოკერია დღეს ზის და ასე თავხედურად ამ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში, იძიებს მკვლელობის საქმეს. ჩვენ უნდა დავასრულოთ ყველამ ერთად ეს მარაზმი“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა. ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე პროკურორ ზვიად ფხაკაძის და შსს-ს წარმომადგენლის, კახა სირაძის გამოკითხვა მიმდინარეობს.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)