|
2018-06-24 20:03:19, 911 ნახვა
პოლიტიკა
ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი გრძელდება
საქართველოს პარლამენტის ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია, რომელსაც შალვა კიკნაველიძე ხელმძღვანელობს, თეირანში ვიზიტს აგრძელებს. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა დღეს ირანის ისლამური რესპუბლიკის ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარესთან, მოჰამედ რეზა ფურებრაჰიმისთან გაიმართა. მხარეებმა ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების სხვადასხვა მიმართულებები განიხილეს. ასევე, აღინიშნა, რომ საქართველო რეგიონის ლიდერია ბიზნესის კეთების კუთხით, რაც სხვადასხვა ავტორიტეტული ორგანიზაციის კვლევებითაა დადასტურებული. მხარეების შეფასებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DჩFთA) ჩინეთთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება საქართველოში ბიზნესის კეთებას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობის საპარლამენტო განზომილების განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. დღესვე, საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა ირანის ისლამური რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრთან, მასუდ ქარბასიანთან გამართა. მხარეებმა ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ენერგეტიკულ პროექტებს და სავაჭრო და სატრანზიტო კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებას. დღესვე, ქართველი დეპუტატები ირანის ისლამური რესპუბლიკის შრომის, კოოპერაციისა და სოციალური კეთილდღეობის მინისტრს, ალი რაბიის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, აბას ქეშავარზის შეხვდნენ. გამართულ შეხვედრებზე ორ ქვეყანას შორის სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით თანამშრომლობისა და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელეს. ასევე, საუბარი შეეხებოდა მომდევნო მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში განსახილველ სხვადასხვა პროექტებს, რაზეც კომისია წლის ბოლოს იმსჯელებს. ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და არაღიარების პოლიტიკას. ირანის ისლამური რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტის წევრებს ირანის მხრიდან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს. ირანულმა მხარემ ურთიერთობისა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაში ვანო ზარდიაშვილი, რუსლან გაჯიევი, ცოტნე ზურაბიანი, დიმიტრი მხეიძე და თენგიზ გუნავა შედიან.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)