|
2018-06-22 21:59:27, 1084 ნახვა
პოლიტიკა
მმართველ გუნდში სახელმწიფო მდივნის თანამდებობის შემოღების საკითხზე მსჯელობენ
მმართველ პარტიაში სახელმწიფო მდივნის თანამდებობის შემოღების საკითხზე მსჯელობენ. როგორც შეხვედრის დაწყებამდე პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზვიად კვაჭანტირაძემ განაცხადა, ეს თანამდებობა არ იქნება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტის ზუსტი ანალოგი. „იყო გამოთქმული გარკვეული მოსაზრებები და შენიშვნები, როგორც სამინისტროების დასახელებებთან დაკავშირებით, ასევე ინსტიტუტთან დაკავშირებით, რაც შეეხება სახელმწიფო მდივნის ინსტიტუტს, რომელიც შეიძლება, გახდეს ახალი ევროპულ დემოკრატიულ ქვეყნებში აპრობირებული. სახელმწიფო მდივანი შემდეგი ეტაპის რეფორმად იგულისხმება. იგულისხმება სამინისტროებში მინისტრი დარჩეს პოლიტიკურ ფიგურად და მის ქვემოთ იყოს სახელმწიფო მინისტრი, შეიძლება იყოს რამდენიმე სახელმწიფო მინისტრი სხვადასხვა მიმართულებით, გამოითქვა აზრი, რომ გვყავდეს სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის მიმართულებით საგარეო საქმეთა სამინისტროში, მაგრამ ეს არის ჯერჯერობით მოსაზრებების დონეზე", - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ. ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ოფისში მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს. შეხვედრას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, მინისტრები და ბიუროს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ესწრებიან.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)