|
2018-06-22 18:12:34, 949 ნახვა
პოლიტიკა
ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ აზერბაიჯანელ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა, კერძოდ კი სახელმწიფო კომიტეტის წარმომადგენლებს საკუთრების საკითხებში. აღნიშნული ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ელექტრონული აუქციონის სისტემის შესწავლა და გამოცდილების გაზიარება - ელექტრონული წესით სახელმწიფო ქონების განკარგვის პროცესში. მომსახურების სააგენტო უკვე 8 წელია წარმატებულად ახორციელებს ელექტრონული წესით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების რეალიზაციას უნივერსალური პორტალის eauction.ge-ს მეშვეობით. „ელექტრონული აუქციონი უნიკალური პროექტია ამიერკავკასიაში და ყველაზე გამჭვირვალე და მოქნილი სისტემაა სახელმწიფო ქონების რეალიზაციისთვის. 2-დღიანი ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანელ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ სახელმწიფო ქონების განკარგვის ელექტრონული მოდელის ჩამოყალიბების პროცედურებს, პრაქტიკაში დანერგილ მეთოდებს, მიდგომებს და სამომავლო გეგმებს, მათ მიიღეს შესაბამისი რეკომენდაციები და მონაწილეობდნენ მიმდინარე სამუშაო პროცესებში", - განაცხადა მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, ლევან ძნელაძემ. საკუთრების საკითხებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო კომიტეტის წარმომადგენელთა ვიზიტის ფარგლებში, ასევე, გაიმართა შეხვედრები იმ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან, რომლებიც ელექტრონული წესით ახორციელებენ ქონების რეალიზაციას. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო და აზერბაიჯანის სახელმწიფო კომიტეტი საკუთრების საკითხებში აქტიურად გეგმავენ სამომავლო თანამშრომლობას.
(NS)
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)