23:37 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-22 15:13:18, 955 ნახვა

კომენტარი
ზაზა სარალიძე თეა წულუკიანის და გიორგი გახარიას გადადგომის აუცილებლობაზე საუბრობს

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის და შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ისევ ითხოვს. 

როგორც სარალიძემ ჟურნალისტებს განუმარტა, აღნიშნული პირები თანამდებობასთან შეუფერებლები არიან და ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებენ.  

"გიორგი გახარიას უწყებამ დაიწყო გამოძიება და მერე კვირიკაშვილთან თავის მართლება დაიწყო, რომ პროკურატურამ საქმე ძალიან მალე წაიღოო, ჩვენ არანაირი უფლება არ გვქონდაო. მერე გამოდის წულუკიანი და ამბობს, რომ კვირიკაშვილი შეცდაო და გახარიას უწყებას კი არ დაუბრუნდა, არამედ დღემდე იძიებდა ამ საქმესო. ძალიან ბევრი გარემოება არსებობს. არც ერთია დასატოვებელი მინისტრად და არც მეორე. მე ვხედავ წულუკიანის გადადგომის აუცილებლობას, რადგან წულუკიანის დანიშნული იყო შოთაძე და ტაშს უკრავს ახლაც. შოთაძეს რომ წვლილი მიუძღვის ამ საქმეში, იმდენი ვის მიუძღვის, ანუ წულუკიანსაც მიუძღვის. გახარიამ პირდაპირ დაიწყო ამ საქმის გაყალბება, არც კი მომისმინა. მინისტრები და  მთავრობა ჩვენი არჩეული არ არის?! თუ ხალხს არ მოუსმინა, აბა ვის უნდა მოუსმინოს?! ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს სად გადაიყვანენ გახარიას, ეკონომიკის სამინისტროში, რომ გადაიყვანონ, მაინც მოვითხოვთ მის გადადგომას. შს უწყებას თუ ვერ უხელმძღვანელა, ეკონომიკის სამინისტროსაც ვერ უხელმძღვანელებს", - განაცხადა სარალიძემ.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics