|
2018-06-22 12:38:00, 844 ნახვა
სამხედრო
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყო
გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში 2018-2019 სასწავლო წლისათვის მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაცია 18 ივნისს დაიწყო და 29 ივნისს დასრულდება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო ლიცეუმში რეგისტრაციის პარალელურად მოსწავლეები ფიზიკურ ტესტს 60 მ და 2000 მ დისტანციაზე სირბილსა და ღერძზე მიზიდვაში აბარებენ. ფიზიკური ტესტის წარმატებით გავლის შემდეგ სწავლის მსურველი კანდიდატები ზოგადი უნარების ტესტების ვერბალურ და მათემატიკურ ნაწილებს 7-8 ივლისს ქუთაისში და თბილისშიც ჩააბარებენ. ცვლილებაა ლიცეუმის მისაღები გამოცდების ფორმატშიც, ჩასაბარებელი გამოცდების ჩამონათვალს მათემატიკის გამოცდა (საბაზო საფეხურის დონე) დაემატა. ტესტებში აღებული ქულების მიხედვით, ჩასარიცხად შერჩეული კანდიდატები სამედიცინო შემოწმებას გორში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში გაივლიან. კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეები მიიღებიან, რომელთაც 2018 წელს ზოგადი განათლების საბაზო საფეხური IX კლასი აქვთ დამთავრებული და შესარჩევი კონკურსის პირობებს აკმაყოფილებენ. წელს სამხედრო ლიცეუმში ადგილების რაოდენობა 126 მოსწავლით განისაზღვრა, რომელთაგან 101 ვაჟი, ხოლო 25 გოგონა იქნება. ლიცეუმში ჩარიცხულ მოსწავლეთა საბოლოო სიები 6 აგვისტოს გამოქვეყნდება. სსიპ კადეტთა სამხედრო ლიცეუმი 2010 წლის 2 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის მინისტრის №515 ბრძანებით ქალაქ ქუთაისში დაფუძნდა. 2014 წლის 15 სექტემბერს ლიცეუმს „გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელი“ მიენიჭა. ამჟამად ლიცეულმში 260 კადეტი სწავლობს, მათ შორის 31 გოგონა.
(NS)
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)