|
2018-06-21 20:03:01, 1092 ნახვა
პოლიტიკა
ბესელია: კონცეპტუალურ საკითხებზე გუნდში არის პოზიციების თანხვედრა, თუმცა კონსულტაციები გაგრძელდება
„ვმსჯელობთ, რამდენად იქნება მნიშვნელოვანი ორგანულად თავსებადი უწყებების გაერთიანება და იმ კონცეფციით სვლა, რაზეც პრემიერ-მინისტრი საუბრობდა“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც ბესელიამ აღნიშნა, დისკუსია რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება და ამის შემდეგ განცხადებას თავად პრემიერ-მინისტრი გააკეთებს. “ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი კონსულტაციები დავიწყეთ პრემიერ-მინისტრთან ბიუროს უმრავლესობის ფორმატში, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად და ძალიან საინტერესო დისკუსია გავხსენით გუნდის შიგნით, რომელიც ეხება სწორედ იმ სტრუქტურულ ცვლილებებს და კონცეპტუალურ საკითხებს, რომელზეც პრემიერ-მინისტრმა გუშინ პარლამენტში ისაუბრა სასესიო ფორმატში. ეს ეხება დაგეგმილ შესაძლო ცვლილებებს და პირველ რიგში, ვისაუბრეთ სწორედ საკანონმდებლო დონეზე რა სტრუქტურული ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს და რატომ. დღეს ეს დისკუსია არ დასრულებულა და უბრალოდ, ჩვენ დავიწყეთ მსჯელობა სხვადასხვა მიმართულებით ამ სამინისტროების თუ უწყებების შესაძლო გაერთიანების თაობაზე. საბოლოოდ დღეს ნუ დავსვამთ წერტილს, როცა კონსულტაციები დასრულდება, ამაზე პრემიერი გააკეთებს განცხადებას. ჩვენ ვმსჯელობთ რამდენად იქნება მნიშვნელოვანი ორგანულად თავსებადი უწყებების გაერთიანება და იმ კონცეფციით სვლა, რაზეც პრემიერ-მინისტრი საუბრობდა და რა შედეგებს გამოიწვევს ეს. ბუნებრივია, უფრო შინაარსობრივი და ჩაღრმავებული მსჯელობა გვაქვს ამ საკითხების, რომელიც ჯერ ვერ ამოიწურა და ვერ დასრულდა. კონცეპტუალურ საკითხებზე არის ძალიან კარგი პოზიცია და თანხვედრა, თუმცა კონსულტაციები ხვალაც გაგრძელდება. შესაძლოა შემდეგაც იყოს დამატებითი დრო საჭირო",- განაცხადა ბესელიამ. დეპუტატის თქმით, პირველი ეტაპი იქნება მთავრობის სტრუქტურული საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილება, რომელიც მისივე განცხადებით, მოკლე დროში უნდა მომზადდეს. "მთავრობასთან ერთად ბუნებრივია, ჩვენც ვიქნებით ჩართული. ამის შემდეგ, როდესაც პარლამენტი მოკლე დროში იმსჯელებს, მოხდება სტრუქტურული ცვლილებები",- განაცხადა ბესელიამ. კონსულტაციების დასრულებამდე ეკა ბესელია კონკრეტულ სამინისტროებს, რომელთა შერწყმაც იგეგმება, არ ასახელებს. "სამინისტროების რაოდენობაზე, რომელზეც პრემიერმა ისაუბრა, რომ შეიძლება იყოს საბოლოოდ სამინისტროების კუთხით, ეს იდეაც მისაღებია. ახლა დარჩა საკითხები კონკრეტულად თავსებადი უწყებების თაობაზე და ამისთვის ხვალაც გავაგრძელებთ დისკუსიას",- განაცხადა ბესელიამ.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)