14:26 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-21 17:48:48, 933 ნახვა

პოლიტიკა
ჩუგოშვილი: განვიხილავთ რა ფორმით იქნება ყველაზე ეფექტური და სწორი სხვადასხვა უწყებების ოპტიმიზაცია

პარლამენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის ინფორმაციით, "ქართული ოცნების" ოფისში, სადაც მმართველი გუნდი კონსულტაციებს მართავს, მთავრობის შემადგენლობის ფორმაზე მსჯელობენ.

როგორც ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, სამუშაო შეხვედრის დროს კონკრეტულ პირებზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა დასძინა, რომ საკითხი მთავრობის რესტრუქტურიზაციას ეხება.  

"დღეს პრემიერ-მინისტრმა უმრავლესობის ბიურისთან მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაციები დაიწყო. აღნიშნული ცვლილებები მოგვიანებით პარლამენტში იქნება წარდგენილი. კონსულტაციების პროცესში განვიხილავთ რა ფორმით იქნება ყველაზე ეფექტური და სწორი სხვადასხვა უწყებების ოპტიმიზაცია. დისკუსიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი თუ რა სამინისტროებზეა საუბარი. რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილი შეხვედრას არ ესწრება, რადგან ეს არის პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის წევრების შეხვედრა. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო მთავრობის და პარლამენტის ეფექტური ურთიერთობა და ეს შეხვედრაც არის კარგი მაგალითი იმისა, რომ სწორი ნაბიჯები ამ მიმართულებით გადაიდგმევა. დღევანდელ შეხვედრაზე სახელებზე და კანდიდატებზე საუბარი არ მიმდინარეობს. ეს შეხვედრა ემსახურება იმის განხილვას, რომ გადაწყდეს თუ რა უწყებები გვჭირდება, რათა მიზანს მივაღწიოთ. ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა ფორმას მიიღებს მთავრობის შემადგენლობა", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics