15:32 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-20 09:58:12, 813 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დღეს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებენ

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დღეს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე  იმსჯელებენ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გუშინ, ბიუროს სხდომაზე განაცხადა, საკითხის განხილვა 12:00 საათზე დაიწყება.

„გამოცემულია საქართველოს პრეზიდენტის აქტი - განკარგულება 2018 წლის 19 ივნისს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ საქართველოს პარლამენტის მოთხოვნის შესაბამისად. სხდომა ხვალ, 20 ივნისს 12:00 საათზე დაიწყება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, განსახილველ და კენჭსაყრელ საკითხს წარმოადგენს საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა" და საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება.

„მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი პირველი მოსმენისთვის დადგენილი წესით განიხილება. ეს იმას ნიშნავს, რომ პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარსდგება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. შემდეგ გადავალთ კითხვა-პასუხის რეჟიმზე, შემდეგ იქნება უკვე შესაბამისი გამოსვლები, როგორც არის გათვალისწინებული- კომიტეტები, ფრაქციები, უმცირესობა, უმრავლესობა და დასკვნითი სიტყვა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics