15:14 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-18 11:59:04, 709 ნახვა

პოლიტიკა
ქუცნაშვილის ინფორმაციით, მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებები ამ ეტაპზე წარმოდგენილი არ იქნება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებები ამ ეტაპზე წარმოდგენილი არ იქნება.

როგორც მან აღნიშნა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვალდებულია, არსებული მთავრობის სრული შემადგენლობა წარმოადგინოს, სტრუქტურული ცვლილებების განხორციელება კი, კანონში ცვლილების შეტანის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

„მცირე მთავრობის იდეის წარმოჩინებისას, არის ერთი სამართლებრივი ბარიერი დასაძლევი, რომ ჯერ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვალდებულია, არსებული მთავრობის სრული შემადგენლობა წარმოადგინოს, შემდეგ კანონში უნდა შევიდეს ცვლილება, თუ რომელიმე სამინისტროს შერწყმა იგეგმება და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ამას მოყვეს საკადრო ცვლილება. ასე რომ დღეს არ ვიასუბრებთ სტრუქრუტულ ცვლილებებზე, დღეს იქნება არსებული მთავრობის ყველა კანდიდატის წარმოდგენაზე საუბარი, ხოლო შემდეგ ეტაპზე გაირკვევა, თუ რომელი სამინისტრო რომელს შეუერთდება“, - აცხადებს „ქართული ოცნების“ წევრი ზაქარია ქუცნაშვილი.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე დღეს მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას წარადგენს. ამასთან, ბახტაძემ გუშინ განაცხადა, რომ სამინისტროების შემცირებას გეგმავს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელი სამინისტროები გაერთიანდება.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics