15:14 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-16 16:56:00, 1141 ნახვა

პოლიტიკა
ენმ: დაისაჯონ „ქართული ოცნების“ საკრებულოს მოძალადე წევრები

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაცია ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატის, ბესო ქათამაძის ცემის ფაქტს გამოეხმურა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა გია აბულაძემ, „ქართული ოცნება“ ძალადობის წახალისებაში დაადანაშაულა და ხელისუფლებას დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდა.

„როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ მხრიდან წახალისებული არის ძალადობა, წახალისებული არიან მსგავსი კრიმინალები, რამაც გამოიღო შედეგი და გუშინ ოზურგეთის საკრებულოს წევრს, ბესო ქათამაძეს თავს დაესხნენ, ასევე, ოზურგეთის საკრებულოს წევრები „ქართული ოცნებიდან“. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიყვანილი იქნას ეს გამოძიებები ბოლომდე, დაისაჯონ „ქართული ოცნების“ საკრებულოს მოძალადე წევრები“, - განაცხადა გია აბულაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ ოზურგეთის საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ბესო ქათამაძემ განაცხადა, იგი „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ოფისში დაიბარეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ „ოცნების“ დეპუტატს ტარიელ აროშიძეს ბრალი წარუდგინა სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ცემას გულისხმობს.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics