15:13 - 09 Aug, 2026
|
2018-06-16 10:09:15, 1254 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მამუკა ბახტაძის კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მამუკა ბახტაძის კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „საქართველოს კონსტიტუციის 801 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პრემიერმინისტრობის კანდიდატად წამოყენებულ იქნეს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი მამუკა ბახტაძის კანდიდატურა“, - ნათქვამია განკარგულებაში. მამუკა ბახტაძე, რომელიც ფინანსთა მინისტრის პოსტს იკავებდა, მმართველმა გუნდმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად 14 ივნისს წარადგინა. კონსტიტუციის თანახმად, ბახტაძეს 7 დღე აქვს იმისათვის, რომ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა დაასახელოს.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)