20:03 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-15 15:24:19, 2774 ნახვა

მსოფლიო
ავღანეთში თალიბანის ლიდერი, მულა ფაზლულა მოკლეს

ავღანეთ-პაკისტანის სასაზღვრო ზონაში პაკისტანის თალიბანის ლიდერი, მულა ფაზლულა მოკლეს.

Reuters-ის ინფორმაციით, ის აშშ-სა და ავღანეთის ერთობლივ ავიაიერიშს შეეწირა. აშშ-ის უპილოტო საფრენმა აპარატმა ავიადარტყმები კუნარის პროვინციაში განახორციელა. 

მედიის ცნობით, სპეცოპერაციას დაჯგუფების კიდევ 4 საველე მეთაური ემსხვერპლა. 

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მარტში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მოძრაობის სამი ექსტრემისტის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ 11 მილიონი დოლარი ჯილდო დააწესა, აქედან $5 მილიონი  მულაჰ ფაზლულაჰის დაკავებისთვის იყო გამოყოფილი. 

ფაზლულაჰი ცნობილი გახდა ტერორისტული თავდასხმებით. მათ შორის 2014 წელს სკოლაზე თავდასხმაც არის, რომლის დროსაც 132 ბავშვი მოკვდა.

ასევე, 2012 წლის სროლით, რომლის დროსაც მალალა იუსუფაი დაიჭრა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება.
არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმრის გაუპატიურების ფაქტზე ხელისუფლების დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics