15:13 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-14 18:17:57, 1261 ნახვა

პოლიტიკა
„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრად მამუკა ბახტაძე წარადგინა [ვიდეო]

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მამუხა ბახტაძე წარადგინა.

ამის შესახებ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

ბახტაძე ფინანსთა მინისტრის პოსტს გასული წლის 13 ნეომბრიდან იკავებდა. მანამდე ის „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი იყო.

კონსტიტუციის თანახმად, პრემიერობის კანდიდატმა 7 დღის ვადაში მინისტრთა კაბინეტის წევრები უნდა დაასახელოს. ამის შემდეგ, პრეზიდენტი პრემიერობის და მინისტრობის კანდიდატებს საქართველოს პარლამენტს წარუდგენს. პარლამენტმა ასევე 7 დღის ვადაში უნდა განიხილოს სამთავრობო პროგრამა და წარდგენილი კანდიდატურები, რის შემდეგაც, ნდობის გამოცხადებისთვის საკითხი კენჭისყრაზე დადგება.

შეგახსენებთ, ახალი სამთავრობო ცვლილებები მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა. კვირიკაშვილი აღნიშნულ თანამდებობას 2015 წლის 30 დეკემბრიდან იკავებდა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics