|
2018-06-14 11:47:13, 756 ნახვა
კომენტარი
პრეზიდენტი: ბიძინა ივანიშვილი, როგორც მართველი პარტიის ლიდერი, უნდა გახდეს პრემიერ-მინისტრი
„თუ ჩვენ ვლაპარაკობთ პასუხისგებლიან პოლიტიკაზე, ბიძინა ივანიშვილი, როგორც მართველი პარტიის ლიდერი, უნდა გახდეს პრემიერ-მინისტრი“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, უნდა დასრულდეს პროცესი, როდესაც საზოგადოებისთვის გაუგებარია, რატომ მიდიან თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრები და რა პრინციპით შეირჩევიან მათი შემცვლელები. "გუშინ ბატონი პრემიერი წავიდა თანამდებობიდან და მან თქვა, რომ პარტიის თავმჯდომარეს, ანუ ბიძინა ივანიშვილს უნდა მისცეს შესაძლებლობა, რომ დააკომპლექტოს ახალი მთავრობა. მე მიმაჩნია, რომ ეს პროცესები ბევრად უფრო გასაგები, გამჭვირვალე და გააზრებული უნდა იყოს საზოგადოების მიერ. მე მიმაჩნია, რომ საზოგადოებისთვის გასაგები უნდა იყოს რატომ მიდიან უცებ თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრები, რომლებიც არიან წარმატებული, ისევე როგორც წინა პრემიერ მინისტრის ბატონი ღარიბაშვილის წასვლის წინ ჩვენ მოვისმინეთ, რომ წარმატებული პრემიერ-მინისტრია. რატომ მიდიან თანამდებობიდან წარმატებული პრემიერ მინისტრები, რა არის ამის მიზეზი? რა პრინციპებით და კრიტერიუმებით შეირჩევიან ახალი პრემიერ მინისტრები? და მე მიმაჩნია ეს მასკარადი რაღაც პერიოდში უცებ ირჩევიან პრემიერ მინისტრები და რა პრინციპებით ირჩევიან ეს საზოგადოებისთვის, მათ შორის ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის გაუგებარია, ეს უნდა დამთავრდეს. თუ ევროპულ არჩევანზე ვამბობთ, თუ ევროპულ ფორმირებაზე ვამბობთ მარტივად მოგახსენებთ, იქ პრემიერ მინისტრები არიან მართველი პარტიის ლიდერები და შესაბამისად ბიძინა ივანიშვილი, როგორც მართველი პარტიის ლიდერი უნდა გახდეს პრემიერ მინისტრი თუ ჩვენ ვლაპარაკობთ პასუხისგებლიან პოლიტიკაზე და თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ისეთი სახელმწიფოს პროცესის ფორმირებაზე, რომელიც სახელმიფოსთვის, საზოგადოებისთვის გასაგებია. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ისეთი პრემიერ მინისტრის დანიშვნაზე და ისეთი პრემიერ მინისტრის არჩევაზე რომლის მიმართაც არ გაჩნდება კითხვები რატომ წავიდა თანამდებობიდან და რომლის პასუხისგებელია თავის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე და რომელსაც ძალაუფლების შესაძლებლობა გააჩნია ამ ამ გადაწყვეტილების ცხოვრებაში გატარების. ასე ფორმირდება ევროპული პოლიტიკური კულტურა. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ამ რაღაცნაირი პროცესის დასასრული უნდა იყოს ეს, როდესაც არ ვიცით ჩვენ ვინ რა პრინციპით ხსნის პრემიერ მინისტრებს, რა პრინციპით არჩევს პრემიერ მინისტრებს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა, რის შედეგადაც, უფლებამოსილება მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრს შეუწყდა. პრეზიდენტმა მთავრობისათვის მოვალეობის დაკისრების შესახებ განკარგულება გუშინვე გამოსცა. პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი მმართველმა გუნდამ პრეზიდენტს 7 დღის ვადაში უნდა წარუდგინოს.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)