|
2018-06-13 20:18:22, 616 ნახვა
კომენტარი
სოფო ვერძეული: ვფიქრობ, ამ ეტაპზე, სამინისტრო დიდ ძალისხმევას წევს იმისთვის, რომ ამ გამოძიებას ნდობა ჰქონდეს
შინაგან საქმეთა სამინისტროში არასამთავრობო სექტორი სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) წარმომადგნელმა სოფო ვერძეულმა განაცხადა, რომ ისინი სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, არსებული სიახლეები და იმ საკითხებით დაინტერესდნენ, რომლებზეც სამინისტრო ყურადღებას ამახვილებს. „შეხვედრის ჩვენი მხრიდან კითხვები, რა თქმა უნდა, შეეხებოდა თავდაპირველად საქმის გამოძიებას და ამ გამოძიების პროცესში არსებულ ხარვეზებს, რომლებიც ბოლო პერიოდის განმავლობაში აქტიურად განიხილება მედიასაშუალებებში. ჩვენ, ასევე, გვაინტერესებდა დღეს, უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რა არის ის სფეროები და საკითხები, რომლებზეც სამინისტრო ყურადღებას ამახვილებს. მე ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იყო იმის მოსმენა, რომ ამ გამოძიების ფარგლებში არ არის ვიწრო ფოკუსი. შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს როგორც მკვლელობის ნაწილს და ამ საქმეში შესაძლო სუბიექტების გამოკვეთას, ასევე, იმ მიმართულებას, რომელიც ეხება გამოძიებაზე ზეგავლენის მოხდენის ნებისმიერ მცდელობას, იქნება ეს შეუტყობინებლობა, მოწმეებზე ზეწოლა თუ სხვა რაიმე ფორმით მართლმსაჯულების აღსრულებაზე ზეგავლენის მოხდენა. ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და ამ გამოძიებამ უნდა აჩვენოს, რამდენად არის სისტემა მზად იმისთვის, რომ, პირველ რიგში, დაზარალებულის უკმაყოფილებას, საზოგადოების უკმაყოფილებას ადეკვატურად უპასუხოს. ამ გამოძიების შედეგები აჩვენებს, რამდენად დაიძლევა ის კრიზისი, რომელიც სარალიძის საქმის არაეფექტურმა გამოძიებამ შექმნა. მე ვფიქრობ, ამ ეტაპზე, სამინისტრო დიდ ძალისხმევას წევს იმისთვის, რომ ამ გამოძიებას, როგორც დაზარალებულის, ასევე, საზოგადოების ნდობა ჰქონდეს. ჩვენ ძალიან ნათლად ვთქვით, რომ ეს, იქნება სუბელიანის თუ მორჩაძის დაკავება, თავისთავად არაფერს არ ნიშნავს, თუ გამოძიებამ ვერ მოახერხა გამოკვეთოს სისტემის შიგნით ვინ იყო და რა დონეზე გადაწყდა ამ საქმის ბედი, ვინ იყო პასუხისმგებელი იმაზე, რომ გამოძიება ობიექტურად და კვალიფიციურად არ ჩატარდა“, - განაცხადა სოფო ვერძეულმა.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)