|
2018-06-13 18:24:48, 795 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუციას 14 ივნისს მიიღებს
„მისასალმებელია, რომ ჩვენ ევროპარლამენტის მხრიდან გვაქვს მყარი მხარდაჭერა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები ჰქვია. 10 წელი დასჭირდა იმას, რომ 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ, ევროპარლამენტს ეს დოკუმენტი მიეღო. რეზოლუცია ნამდვილად იქნება მიღებული, რასაც ცხადყოფს ის დებატები, რომელიც გუშინ შედგა და ის ძალიან მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერა ევროპარლამენტის ყველა პოლიტიკური ჯგუფისგან, რომელიც რეზოლუციას ჰქონდა", - ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ განაცხადა. მისი განცხადებით, დოკუმენტში რუსეთი ცალსახად არის აღიარებული როგორც ოკუპანტი ქვეყანა. რეზოლუციაში დაგმობილია ის პოლიტიკა, რომელსაც რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახორციელებს. „ეს ეხება ადამიანის უფლებების დარღვევას, ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას, ოთხოზორიას, ტატუნაშვილის , ბაშარულის მკვლელობებს. ხდება ქართული სოფლების განადგურება, კულტურული ძეგლების და ქართული კვალის მიზანმიმართული წაშლა. ეს ყველაფერი რეზოლუციაში არის ძალიან მკაფიოდ და ცალსახად დაფიქსირებული", - განაცხადა თამარ ხულორდავამ. მისივე განცხადებით, ევროპარლამენტში გუშინ გამართულ დებატებში საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი მონაწილეობდა. თამარ ხულორდავამ ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის მხრიდან საქართველოს მიმართ გაჟღერებული არაერთი მხარდამჭერი განცხადების შესახებ და აქვე აღნიშნა, რომ ევროპარლამენტი მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ სამშვიდობო პოლიტიკას. კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, რეზოლუციით ევროპარლამენტი რუსეთს მოუწოდებს შეასრულოს ის საერთაშორისო ვალდებულებები, რომელსაც რუსეთი არ ასრულებს. „რეზოლუციაში რუსეთის მიმართ გაჟღერებულია მოწოდება - ერთი მხრივ, რომ მან შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები. მეორე მხრივ კი, არის მოწოდება დეოკუპაციისკენ, ჯარების გაყვანისკენ, მოწოდება იმისკენ რომ უარყოს ამ, ტერიტორიების, უკანონო აღიარება. ასევე, დაგმობილი არის იმ ქვეყნების ქმედება, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას აღიარებენ", - განაცხადა თამარ ხულორდავამ. მისივე თქმით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია მოწოდება ევროკავშირის ინსტიტუტების მიმართ, არის ის რომ მათ მკაფიო ტერმინოლოგია გამოიყენონ და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვან. „გაჟღერებულია მოწოდება იმასთან დაკავშირებითაც, რომ ევროკომისიამ, ევროკავშირის საბჭომ, გამოიყენონ ის ცნებები და დაარქვან ყველაფერს ის სახელი რაც რეალურად იყო. ეს არის ის, რომ რუსეთი საქართველოში ოკუპანტია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის ხელყოფილი და ამაზე პასუხისმგებლობა სრულიად აკისრია რუსეთის მხარეს. ეს ყველაფერი რეზოლუციაში უკვე არის ასახული და ველოდებით, რომ ეს რეზოლუცია ხვალ ჩვენი ევროპელი კოლეგების ძალიან დიდი მხარდაჭერით იქნება მიღებული", - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)