|
2018-06-11 22:02:52, 831 ნახვა
კომენტარი
კუბლაშვილი: ექსპერტმა დაადასტურა, რომ ხელყუმბარაზე თემირლან მაჩალიკაშვილის თითის ანაბეჭდები არ აღმოჩენილა
დღეს, ტერორიზმის საქმეზე დაქტილოსკოპიური ექსპერტები გამოიკითხნენ. მოწმეებმა იმ დასკვნაზე ისაუბრეს, რომლის მიხედვითაც მაჩალიკაშვილების ოჯახში ამოღებულ ხელყუმბარაზე თემირლან მაჩალიკაშვილის დეენემი და სისხლის კვალი იქნა აღმოჩენილი. მაჩალიკაშილების ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის თქმით, სპეცოპერაციის დროს ამოღებულ ხელყუმბარაზე თემირლანის სისხლი იყო, თუმცა მცირე რაოდენობით, ყუმბარა კი მოშორებით არასაბრძოლო მდგომარეობაში იყო, რაც გარკვეულ ეჭვებს ბადებს. „დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის ჩამტარებელმა ექპერტმა განაცხადა და დაადასტურა რომ არც ფალიაზე და არც ხელყუმბარაზე არ აღმოჩენილა თითის ანაბეჭდის კვალი. იმაზე კითხვა ვერავინ გამცა პასუხი, რატომ იყო ეს ხელყუმბარა ოთახის ბოლოში, როგორ შეიძლებოდა ეს ხელყუმბარა აღმოჩენილიყო მანდ“, - აღნიშნა კუბლაშვილმა. შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში დაიჭრა. როგორც სუს-ში განაცხადეს, მაჩალიკაშვილს ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა უნდოდა და მის მიმართ გასროლა სწორედ ამიტომ განხორციელდა. დაშავებული თავდაპირველად თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, ხოლო მოგვიანებით წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის კლინიკაში გადაიყვანეს. თემირლან მაჩალიკაშვილი ორი კვირის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. ჯანდაცვის სამინისტრო ევროპისა და თურქეთის რამდენიმე კლინიკასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა და საბოლოოდ მაჩალიკაშვილის თურქეთის "კოჩის" კლინიკაში გადაყვანა გადაწყდა, თუმცა, 10 იანვარს იგი გარდაიცვალა.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)