|
2015-05-29 11:25:37, 1055 ნახვა
მსოფლიო
იენს სტოლტენბერგი: ნატო-ს გაფართოების შემდეგ ეტაპზე პრიორიტეტული ქვეყანა მონტენეგროა
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო და სტრატეგიული კვლევების ცენტრში სიტყვით გამოსვლისას საქართველოსა და ნატო-ს შორის არსებულ პარტნიორობაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას "ამერიკის ხმის" ქართული რედაქცია ავრცელებს. სტოლტენგბერგის თქმით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს საქართველოსთან ძალიან ახლო პარტნიორობა აქვს. "საქართველოსთან ძალიან ახლო პარტნიორობა გვაქვს. ამ ეტაპზე ვახორციელებთ ძირითად პაკეტს, რაც ჩვენს შორის პარტნიორობას კიდევ უფრო აღრმავებს. ასევე ვართ სასწავლო ცენტრის ჩამოყალიბების პროცესში. საქართველოსთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ასევე ვეხმარებით საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობის გაძლიერებაში, რაც კარგია არა მხოლოდ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებისთვის, არამედ მთელი რეგიონის სტაბილურობისთვის", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. ალიანსში საქართველოს გაწევრიანებაზე საუბრისას, გენერალურმა მდივანმა 2008 წლის ბუქარესტის სამიტი გაიხსენა და თქვა, რომ ალიანსი მაშინ მიღებულ გადაწყვეტილების ერთგული რჩება, თუმცა ნატოს გაფართოების შემდეგ ეტაპზე მან პრიორიტეტულ ქვეყანად მონტენეგრო დაასახელა.
"როდესაც საქმე ეხება ალიანსში გაწევრიანებას, იმაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი რაც აქამდე უამრავჯერ თქმულა. მე ბუქარესტის სამიტს ვესწერებოდი 2008 წელს, როცა ალიანსმა საქართველოზე გადაწყვეტილება მიიღო. ამ გადაწყვეტილების გამეორება უწყვეტად ხდება. ბოლოს ის უკანასკნელ სამიტზე უელსშიც გავიმეორეთ. თუმცა, ბოლო სამიტზე ისიც გადავწყვიტეთ, რომ პირველ რიგში მონტენეგროს გაწევრიანების საკითხი იქნება განხილული, რაც, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე მოხდება", - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა. სტოლტენბერგის თქმით, ის აფასებს საქართველოს ნატოს ოპერაციებში მონაწილეობას. ამასთან მან დასძინა, რომ ალიანსსა და საქართველოს შორის ურთიერთობა უფრო მეტად უნდა განვითარდეს. მან ალიანსის რუსეთთან ურთიერთობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ მოსკოვმა პატივი უნდა სცეს მეზობლების სუვერენიტეტს. "ჩვენ რუსეთთან კონფრონტაცია არ გვინდა. ასევე არ გვსურს რუსეთის იზოლირება. ჩვენ რუსეთთან კონსტუქციული ურთითეობა გვინდა. ეს ხელს შეუწყობს ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებას. მაგრამ რუსეთი შეიცვალა და ჩვენ ცვლილებას ფეხი უნდა ავუბათ. ამ პროცესში ჩვენ არ შევიცვლებით და ჩვენი პრინციპების დაცვას გავაგრძელებთ. ალიანსი გაარძელებს პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობას. ამ მიზნით, ვეხმარებით საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას რეფორმების გატარებისა და ინსტიტუტების გაძლიერების პროცესში. ეს ქვეყნები არ წარმოადგენენ ბუფერულ ზონას. ისინი დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოები არიან, რომლებსაც საკუთარი გზის არჩევის უფლება აქვთ. ჩვენ გავაგრძელებთ მათ დახმარებას - რაც უფრო სტაბილურია ჩვენს გარშემო სამეზობლო, მით უფრო დაცულები ვართ ჩვენ", - განაცხადა სტოლტენბერგმა. „გენერალური მდივნის ვიზიტი ვაშინგტონში ორი ფაქტორის გამო იყო მნიშვნელოვანი. რამდენიმე თვის წინ ვაშინგტონში ვიზიტის დროს პრეზიდენტ ობამასა და სტოლტენბერგს შორის ვიზიტი არ შედგა, რამაც ობამას ადმინისტრაციის მიმართ მკაცრი კრიტიკა გამოიწვია. ამ ვიზიტზე შეხვედრა შედგა. მეორე ფაქტორი სტოლტენბერგის განცხადება იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ნატოს ნერბისმიერ წევრზე კიბერ თავდასხმას ალიანსის მიერ მეხუთე მუხლის ამოქმედება მოჰყვება“, - აღნიშნულია "ამერიკის ხმის" სტატიაში.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)