|
2018-06-08 19:45:48, 1488 ნახვა
სამართალი
მერაბ მორჩაძე: არ ვიცი, რა ბრალდებით დამაკავეს, ერთ-ერთი მოზარდის ნათესავი ვარ
არ ვიცი, რა ბრალდებით ვარ დაკავებული, გამოვალ და მერე გეტყვით, – ამის შესახებ მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებულმა მერაბ მორჩაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ერთ-ერთი მოზარდის ნათესავია. „საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს რა ხდება. მოვიდნენ ეს ადამიანები და წამომიყვანეს. დამადეს ბორკილები წამობრძანდითო. ჯერ არაფერს მედავებიან, არაფერი არ უთქვამთ. ერთ-ერთი მოზარდის ნათესავი ვარ. მართლა არაფერი ვიცი. სიმართლე არ მგონია, რომ დაიკარგოს“, – განაცხადა მორჩაძემ შსს-ში შესვლამდე. ცნობისთვის, მორჩაძის დაკავების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელა. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მორჩაძე მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზეა დაკავებული. „ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ახალი მტკიცებულებების გათვალისწინებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით დაკავებულია 1973 წელს დაბადებული მერაბ მორჩაძე. მერაბ მორჩაძის დაკავება განხორციელდა მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი იმ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელზეც გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)