|
2018-06-07 16:45:15, 1150 ნახვა
სამართალი
კაპანაძე: კომისიაზე მოვა ყველა, ვის მიმართაც კითხვებია, იქნება ეს შოთაძე, სუბელიანი თუ სხვა - არც თეა წულუკიანია გამორიცხული
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ამოცანაა, რომ საზოგადოებამ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით არსებულ ყველა კითხვაზე მიიღოს პასუხი, – ამის შესახებ კომისიის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგნლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მსგავსი შეხვედრები არასამთავრობო სექტორთან მომავალშიც გაიმართება და კომისიის მუშაობა საჯარო იქნება იმდენად, რამდენადაც ამის საშუალებას კანონი იძლევა. „ჩვენ გვქონდა პირველი შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან. იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებრივი ინტერესი არის ძალიან მაღალი, ეს არის აუცილებელი პროცესი. ჩვენ კიდევ ბევრჯერ გვექნება ასეთი ტიპის ინტერაქცია. მოვისმინეთ მათი პირველადი შეკითხვები და დამოკიდებულება, მათ შორის პროცესის საჯაროობასთან დაკავშირებით. ჩვენი პოზიცია არის, რომ ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად საჯარო, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება კანონით. ჩვენი ამოცანაა, რომ საზოგადოებამ ყველა კითხვაზე, რომელიც დღეს არსებობს, მიიღოს პასუხი. ჩვენ ვაპირებთ რომ აბსოლუტურად ყველა ადამიანი, რომელიც რამე შემხებლობში არის საქმესთან, მოვიყვანოთ კომისიაზე. ჩვენი ფუნქცია არ არის ვინმეს დაჭერა, მაგრამ ჩვენი ამოცანაა ყველაფრისთვის სახელის დარქმევა“, - განაცხადა კაპანაძემ. მან ასევე აღნიშნა, რომ არ გამორიცხავს, გამოსაკითხად იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის დაბარებაც მოხდეს, თუცა აღნიშნა, რომ ამაზე გადაწყვეტილებას კომისია მუშაობის დაწყების შემდეგ მიიღებს. „რაც შეეხება კონკრეტულ ადამიანებს, ბუნებრივია, უახლოეს მომავალში ჩვენთან კომისიაზე მოვლენ ის ადამიანები ვის მიმართაც კითხვები გაჩნდა. ბატონი შოთაძე იქნება, ბატონი სუბელიანი იქნება თუ სხვა. არავინაა გამორიცხული, არც ქალბატონი თეა წულუკიანი, მაგრამ ამას გადაწყვეტს კომისია, როგორცკი დაიწყებს მუშაობას“,- აღნიშნა მან.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)