|
2018-06-06 14:27:53, 1536 ნახვა
პოლიტიკა
„პარლამენტში რისთვის ვსხედვართ გაუგებარია“ - კახიძე დეპუტატებს მოუწოდებს „პოლიტიკური კინკლაობა“ შეწყვიტონ
"ევროპული საქართველოს" წევრმი ოთარ კახიძე პარლამენტის დეპუტატებს მოუწოდებს საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით "პოლიტიკური კინკლაობა" შეწყვიტონ. როგორც კახიძემ განმარტა, დეპუტატებმა უნდა აიღონ ნაკისრი ვალდებულება და საზოგადოებაში არსებულ კითხვებს უპასუხონ. "მას შემდეგ, რაც პრაქტიკულად მთელმა საქართველომ შეიტყო ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის შესახებ, გამოვიდა ქუჩაში ათიათასობთ ჩვენი მოქალაქე და გააპროტესტა გამოძიება. დღეს ეს საზოგადოება ელის პარლამენტისგან, არჩეული დეპუტატებისგან ელის პასუხს, რა პასუხს გავცემთ ჩვენ იმ კიტხვებს რომელიც დაგროვდა და შევასრულებთ თუ არა იმ ფუნქციას, რომელიც ჩვენ ხალხმა დაგვაკისრა?! მიმაჩნია, როგორც "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელს, რომ უნდა არსებობდეს რაღაც საკიტხები მაინც რომელი საკითხის განხილვის დროსაც არ დავიწყებთ პოლიტიკურ კინკლაობს. არ დავიწყებთ იმის გარჩევას, ადრე ვინ ვინ დააწინაურა, ადრე არჩევნებზე ვინ რას აკეთებდა, ადრე ვინ რას ლაპარაკობდა და ამის განხილვის გარეშე, ავიღებთ პასუხისმგებლობას, რომელიც დაგვაკისრა ჩვენმა ამომრჩეველმა, კონსტიტუციამ და პარლამენტის რეგლამენტმა. თუ აზრი არ აქვს არაფერს, მაშინ პარლამენტში რისთვის ვსხედვართ გაუგებარია? და თუ აქვს და დიახაც, აქვს აზრი მუშაობას, მაშინ ავიღოთ პასუხისმგებლობა და გავარკვიოთ რეალურად რა მოხდა. "ევროპულმა საქართველომ" თავის თავზე უმძიმესი პასუხისმგებლობა აიღო. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბატონმა ზაზამაც და მთელმა საზოგადოებამაც გაიგოს სიმართლე ამ საქმის ირგვლივ. მოგიწოდებთ, რომ შევწყვიტოთ პოლიტიკური კინკლაობა ამ თემაზე", - განაცხადა ოთარ კახიძემ.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)