|
2018-06-06 11:38:57, 732 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე ქობულეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ქობულეთში გელაურის და კარიერის დასახლებებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოებს ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ნაკაიძე და სხვა ხელმძღვანელი პირები გაეცნენ. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს კარიერის დასახლებაში, ფიროსმანის და ლეონიძის ქუჩებზე. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში მოეწყო სანიაღვრე არხები, ბორდიურები, ტროტუარებსა და გზის სავალ ნაწილზე დაიგო დეკორატიული ფილები. გასულ წელს დასახლებაში მოეწყო მიწისქვეშა კომუნიკაციები. ქუჩების კეთილმოწყობა გრძელდება ასევე გელაურის დასახლებაში. სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს აჭარის, თხილაიშვილისა და წერეთლის ქუჩებზე. სამუშაოების დასრულების შემდეგ ქუჩებზე სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები დამონტაჟდება. გელაურის დასახლებაში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება რამდენიმე წელია ეტაპობრივად მიმდინარეობს. გასულ წლებში დასახლებაში მოეწყო მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა, ახალი საკანალიზაციო სისტემით 500 ოჯახი სარგებლობს. რეაბილიტაცია ჩაუტარდა პოპოვის, ვაჟა-ფშაველასა და პუშკინის ქუჩებს, ასევე მოეწყო მინი სპორტული მოედანი. კარიერისა და გელაურის დასახლებებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ჯამში 3 600 000-მდე ლარი დაიხარჯება. 2018 წელს ქალაქ ქობულეთში ქუჩების რეაბილიტაციისთვის ჯამში 7 311 128 ლარია გათვალისწინებული. კეთილმოეწყობა 10 ქუჩა. ქუჩები შშმ პირებისათვის ადაპტირებული იქნება.
(NS)
გერმანიაში, ამერიკულ საჰაერო ბაზაზე თვითმფრინავი ჩამოვარდა, პილოტი კატაპულტირების შემდეგ გადარჩა
აზერბაიჯანმა ირანული ავიაკომპანიების რეისები აშშ-ის სანქციების გამო შეაჩერა.
ტრამპი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ რვა ომი დაასრულა
ანი ნადარეიშვილი, ბაჩო ახალაიას ცოლი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)