|
2018-06-05 13:33:31, 1342 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი ივანიშვილს აგვისტოს ომის საქმეზე რუსეთთან გარიგებაში ადანაშაულებს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს რუსეთთან გარიგებაში ადანაშაულებს. როგორც სააკაშვილმა „რუსთავი2“-თან საუბრისას აღნიშნა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დავალებით, მოწმეებზე ზეწოლა მიმდინარეობს, რათა მათ ჰააგაში საქართველოს საწინააღმდეგო ჩვენებები მისცენ. „ივანიშვილი ამზადებს ძალიან დიდ დარტყმას საქართველოს საერთაშორისო პოზიციების წინააღმდეგ. საქმე იმაშია, რომ რუსეთმა გაითამაშა, რომ აღარ თანამშრომლობს საერთაშორისო სასამართლოსთან ჰააგაში. გავიდა რომის სტატუტიდან, იძახის არ ვთანამშრომლობთ. ამავე დროს რუსებმა შემოუთვალეს ჰააგის სასამართლოს, თუ რამე გინდათ გაამტყუნეთ ქართველები და მაშინ დავბრუნდებით სასამართლოში. თვითონ ოფიციალურად არ თანამშრომლობს. სამაგიეროდ თავისი აგენტურით საქართველოში და ახლა იქ ჩასულია ჰააგის ჯგუფი, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სიტუაცია ისე წარმოაჩინონ, რომ ქართველი სამხედროები და საქართველოს შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა იყოს დადანაშაულებული ჰააგის სასამართლოს მიერ იმ პირობებში, როდესაც რუსეთზე ხელი არ მიუწვდებათ და რუსეთი ოფიციალურად არც არის ამ პროცესის ნაწილი“,- აღნიშნა სააკაშვილმა. მისივე თქმით, ივანიშვილი რუსეთ საქართველოს ომში, საქართველოს დადანაშაულებას ცდილობს. „თუ ივანიშვილმა თავისი გაიტანა და ამ პირობებში როდესაც პრაქტიკულად ყველა ბერკეტი მის ხელშია, საქართველო აღმოჩნდება მთლიანად გამტყუნებული და ეს არის მისი გეგმაზომიერი გადაწყვეტილება. ამისთვის არის ეს კაცი საქართველოში. ეს კაცი ალბათ მალე დასრულდება, მაგრამ სანამ ის დასრულდება, მან შეიძლება დაასრულოს საქართველო და ქართული სახელმწიფოებრიობა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)