|
2018-06-04 18:41:24, 1105 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორია: შავი ზღვის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოსთვის, ასევე ნატოსთვის
„საქართველო, როგორც შავი ზღვის უსაფრთოების არქიტექტურის შემადგენელი ნაწილი, SNGP-ის ინიციატივების განხორციელებით, კიდევ უფრო აძლიერებს საზღვაო უსაფრთხოების შესაძლებლობებს“, - ეს განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი 2018 კონფერენციაზე“ (SNGP) გააკეთა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სიტყვით გამოსვილისას ლევან იზორიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შავი ზღვის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის ასევე ნატოსთვის. მისივე განმარტებით, რეგიონში ეროვნული მდგრადობის გაძლიერებით საქართველო რეგიონულ უსაფრთხოებასაც აძლიერებს. „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი 2018 კონფერენციაზე“ თავდაცვის მინისტრმა SNGP-ის პროექტს ეროვნული მასშტაბის პრიორიტეტი უწოდა. „პროექტს მხარს უჭერს ნატო, ნატოს მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნები, რომლებიც იღებენ ვალდებულებას გაუზიარონ საქართველოს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება თავდაცვისუნარიოანობის გაძლიერების მიმართულებთ“, - განაცხადა ლევან იზორიამ. როგორც თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა განმარტა SNGP -ის მასშტაბური და მრავალმხრივი პროექტი განსაკუთრებით მნიშველოვანია თავდაცვის სფეროში მდგრადი ღონისძიებების განსახორციელებლად. მან საქართველოს სახელით მადლობა გადაუხადა ნატო-საქარათველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში ჩართულ ყველა სახელმწიფოს. სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრზეც ისაუბრა. „ნატო-საქარათველოს არსებითი პაკეტი ხელს უწყობს არამხოლოდ ეროვნული თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას, არამედ ემსახურება რეგიონული და ს აერთაშორისო უსაფრთხოების ხელშეწყობას. ერთერთი ასეთი მაგალითია ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი (JTEC). JTEC არის SNGP-ის ერთერთი ინიციატივა, რომელიც მასპინძლობს ეროვნულ და საერთაშორისო სამხედრო სწავლებებს. ეს არის თვალსაჩინო მაგალითი იმისა თუ SNGP-ის პროექტს რამხელა წვლილი შეაქვს ნატოსთან თავსებადობს გაძლიერებისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით“, - განაცხადა ლევან იზორიამ.
(NS)
21 წლის ბიჭს სამტრედიასთან მატარებელი დაეჯახა, იგი ადგილზე გარდაიცვალა
კაცმა დუშეთის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ორი პირი დაჭრა, იგი დააკავეს
ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინას ფისკალური წლის ბოლომდე თითქმის 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუგზავნის
თეთრმა სახლმა CNN-ს ტრამპის საპრეზიდენტო თვითმფრინავში ასვლა აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)