|
2018-06-04 18:11:38, 1072 ნახვა
კომენტარი
თამთა მიქელაძე - პრემიერისგან მივიღეთ დაპირება, რომ პანკისის სპეცოპერაციის საქმეს საკუთარი ზედამხედველობის ქვეშ აიყვანს
„დღეს პრემიერ-მინისტრმა მოისმინა ყველა ის კრიტიკა, რომელიც ჩვენ გვაქვს გამოძიების, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის და ზოგადად პანკისში სახელმწიფო პოლიტიკის მიმართ“, - ამის შესახებ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) წარმომადგენელმა თამთა მიქელაძემ პრემიერ-მინისტრისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პრემიერისგან მიიღეს დაპირება, რომ სპეცოპერაციის საქმეს პირად კონტროლზე აიყვანს და პანკისის ხეობაში პოლიტიკა უფრო ჰუმანური გახდება. „ჩვენთვის პროცესის სამუშაო ფორმატში გადაყვანა მნიშვნელოვანია. პრემიერ-მინისტრის მხრიდან მივიღეთ დაპირება, რომ ერთი მხრივ, პრემიერი საკუთარი ზედამხედველობის ქვეშ აიყვანს ამ საქმის გამოძიებას და შეეცდება ის ხარვეზები, რომელიც გამოძიებაში ჩანს, გაიაროს შესაბამის საგამოძიებო ორგანოებთან და მეორე მხრივ, მივიღეთ დაპირება, რომ პანკისის ხეობაში პოლიტიკა, უფრო ჰუმანური და სოციალური გახდება, თუმცა რა ვადებში იქნება ეს ცვლილებები, უცნობია. კონკრეტულ კითხვებზე პასუხი არ მიგვიღია, რადგან ამ შეხვედრას არ ესწრებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და პროკურატურა, შესაბამისად პასუხების გაცემის რეჟიმში მთავრობა არ იყო. ჩვენ დავსვით ძირითადი კრიტიკა რაც გვაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით, ეს არის სპეცოპერაციის ჩატარების კანონიერების და აუცილებლობის საკითხი. საქმესთან დაკავშირებული ნივთ მტკიცებებულებების განადგურების დაზიანების ან შესაძლო ფალსიფიკაციის საკითხი. აგრეთვე, ცხადია მოვითხოვეთ წვდომა იმ საიდუმლო მასალებზე, რომელიც ჩვენთვის ხელმისაწვდომი არ არის“, – აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილის ინტერესები დამცველმა. ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მალხაზ მაჩალიკაშვილს და მის ადვოკატს, მარიამ კუბლაშვილს შეხვდა. შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და EMC-ის წარმომადგენელი თამთა მიქელაძე ესწრებოდნენ.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)