|
2018-06-04 17:17:20, 871 ნახვა
პოლიტიკა
6 ივნისს პარლამენტის რიგგარეშე პლენარული სხდომა გაიმართება
6 ივნისს პარლამენტის რიგგარეშე პლენარული სხდომის მოწვევის თაობაზე, პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტს მოთხოვნით მიმართავს. განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე გააკეთა. „გაცნობებთ, რომ ზეგისთვის ვგეგმავთ რიგგარეშე სხდომის ჩატარებას. ამის თაობაზე მოთხოვნა გაეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს თანდართული დღის წესრიგით. დღის წესრიგში ასახული იქნება ძირითადი საკითხი, ეს არის - დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობის დამტკიცება და ასევე იქნება სხვა საკითხები, რომლებიც წარმოდგენილია ბიუროს დღის წესრიგში. შესაბამისად, 6 ივნისს გვექნება ერთდღიანი სხდომა, მანამდე ხვალ დაგვჭირდება ბიუროს სხდომაზე კიდევ ერთხელ შეკრება, იმისთვის რომ კომიტეტის გადაწყვეტილების შესაბამისად, კვოტების შესაბამისად, უკვე ჩამოვყალიბდეთ დროებით საგამოძიებო კომისიის შემადგენლობაზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ბიუროს სხდომაზე, რიგგარეშე და მომდევნო სასესიო კვირის, პლენარული სხდომების დღის წესრიგის საკითხები განსაზღვრეს. როგორც სხდომაზე აღინიშნა, რიგგარეშე სხდომაზე უკვე განხილული საკითხების კენჭისყრა გაიმართება, რომელთა რაოდენობა 57 საკითხს შეადგენს. ბიუროს წევრები ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსაც გაეცნენ და წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განსაზღვრეს. პარლამენტს, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, რეგლამენტის ახალი პროექტი წარედგინა. „თვეების განმავლობაში ვმუშაობდით ახალ რეგლამენტზე, ეს პირველ რიგში გამომდინარეობს კონსტიტუციის ცვლილებებიდან, ვინაიდან კონსტიტუციური ცვლილებები პარლამენტთან დაკავშირებით, გარკვეულ მნიშვნელოვან სიახლეებს გვთავაზობს. ბუნებრივია ეს ყველაფერი უნდა ითარგმნოს კანონმდებლობაში, მაგრამ ახალ რეგლამენტზე მუშაობის პროცესში ამის მიღმაც წავედით და ძალიან ბევრი რამ, რაც პარლამენტის გამართული მუშაობისთვის არის სწორი, ასახულია ამ დოკუმენტში", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ. თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, რეგლამენტის ახალი პროექტი ყველა კომიტეტს ეხება და თუ ბიურო ჩათვლის საჭიროდ, შესაძლებელია სავალდებულო წესით ყველა კომიტეტმა განიხილოს. „ახალი რეგლამენტის ინიცირებასთან დაკავშირებთ უმრავლესობის შიგნით ფრაქციის ხელმძღვანელებთან ვიმსჯელეთ და მათი მხრიდან პრინციპული თანხმობა არსებობს რეგლამენტის მნიშვნელოვან სიახლეებთან და პრინციპებთან დაკავშირებით. მეც ვთვლი, რომ როგორც საკანონმდებლო თვალსაზრისით, ასევე პარლამენტის მხრიდან ზედამხედველობის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ინიციატივები შემოდის. შესაბამისად, უმრავლესობის შიგნით არის მზადყოფნა, რომ აქტიურად მოხდეს განხილვა ამ რეგლამენტის და მივიღოთ მაქსიმალური შედეგი ამ პროცესით", - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ. „პარლამენტისთვის კონსტიტუციის შემდეგ რეგლამენტი ყველაზე მნიშვნელოვანი კანონია. ამიტომ, ამ პროცესისადმი ყველას დიდი ინტერესი გააჩნია", - აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ. სხდომის დასასრულს, ბიუროს წევრები საორგანიზაციო საკითხებს გაეცნენ. ბიუროს მორიგი სხდომა ხვალ, 5 ივნისს 11.00 საათზე გაიმართება. პარლამენტის რიგგარეშე პლენარული სხდომა კი, 6 ივნისს, 13.00 საათზე დაიწყებს მუშაობას.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)