|
2018-06-04 16:25:54, 1072 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე: ყველას ინტერესი არის იგივე, რაც გარდაცვლილთა ოჯახების, რომ დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცნენ
„კომისიის ფარგლებში ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ, ძალიან დეტალურად შევეცდებით შევაფასოთ ის გარემოებები და ვუპასუხოთ ის შეკითხვებს, რომელიც ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით არსებობს“, - ამის შესახებ საპარლმენტო ოპოზიციის წევრმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულება სრულყოფილად განხორციელდეს. „ჩვენი ყველას ინტერესი არის იგივე, რაც გარდაცვლილთა ოჯახების, რომ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება დადგინდეს და პასუხისგებაში მიეცნენ დამნაშავეები“ - აღნიშნა თალაკვაძემ რაც შეეხება მთავარი პროკურორის შერჩევას, დეპუტატის თქმით ამას კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურები აქვს. „მთავარი პროკურორის შერჩევის პროცედურა არის განსაზღვრული კანონმდებლობით, ამაში მონაწილეობს იუსტუციის სამინისტრო, საპროკურორო საბჭო, საქართველოს მთავრობა და შემდგომში უკვე ხდება განხილვა პარლამენტში, შესაბამისად, ჩვენ ველოდებით, როდესაც კანდიდატურის წარდგენა მოხდება პარლამენტში და შემდეგ უკვე იქნება განხილვა, პოლიტიკური კონსულტაციები და გადაწყვეტილება მთავარ პროკურორთან დაკავშირებით. ჩვენი ამოცანა არის რომ მთავარი პროკურორის პოზიციაზე შეირჩეს პროფესიონალი, რომელსაც საზოგაოდების მაღალი ნდობაც ექნება“, - განაცხადა თალაკვაძემ. მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია პრემიერისა და ზაზა სარალიძის შეხვედრა შედგეს და მოხდეს მათ შორის ღია საუბარი „ის პოლიტიკური მოთხოვნები, რომელსაც პოლიტიკური ოპოზიციის ნაწილი ბოლო დღეებში აყენებდა აქციების დროს მნიშვნელოვნად გაცდა იმ მთავარ მოთხოვნას, რომელიც ჰქონდა ზაზა სარალიძეს და მის ოჯახს, თქვენ იცით, რომ პრემიერი თვითონ იყო მისული აქციაზე, მას სურდა საუბარი ზაზა სარალიძესთან და იმ საზოგადოებსთან. რომელიც პროტესტს გამოთქვამდა, თუმცა ვიწრო ჯგუფმა, რომელთაც ჰქონდათ კონკრეტული პოლიტიკური ინსტრუმენტები, პრემიერს ამის შეაძლებლობაა არ მისცეს, ამიტომ მნიშვნელოვანია ახლა ეს შეხვედრა შედგეს და ღია საუბარი მოხერხდეს პრემიერ-მინისტრსა და ზაზა სარალიძეს შორის“, - განაცხადა თალაკვაძემ.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)