|
2018-06-03 13:13:38, 1194 ნახვა
კომენტარი
ელისაშვილი: კონსულტაციებისთვის არ მოვსულვარ, მინდა, ზაზა სარალიძე „ნაციონალური მოძრაობის“ მძევლობიდან დავიხსნა
მე მინდა, რომ ზაზა სარალიძე „ნაციონალური მოძრაობის“ მძევლობიდან დავიხსნა, - ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის შენობასთან განაცხადა. მისი თქმით, დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ ზაზა სარალიძეს ქვეყანაში რევოლუციის მოსაწყობად იყენებს, რაც დაუშვებელია. ელისაშვილი სარალიძეს ვერ შეხვდა, ვინაიდან სარალიძე ამ წუთებში რუსთაველზე არ იმყოფება და ელისაშვილის ინფორმაციით, მისი მობილური ტელეფონიც ამ დროისთვის გამორთულია. „მე მოვედი არა კონსულტაციისთვის, არამედ იმისთვის, რომ ზაზა სარალიძე ვნახო. სამწუხაროდ, ის არც კარავშია და ტელეფონიც გამორთული აქვს. მე მინდა, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ მძევლობიდან დავიხსნა. „ნაციონალური მოძრაობა“ მის ტკივილს აშკარად იყენებს რევოლუციის დასაწყებად. ეს დაუშვებელია და დიდი უსინდისობაა. ამით მთლიანად იფანტება ის ყველაფერი, რაც ამ დღეების განმავლობაში იყო. დღეს დაგეგმილი აქციით ერთის მხრივ „ნაციონალური მოძრაობა“ დაეხმარება „ქართულ ოცნებას“ გამოძვრეს სიტუაციიდან. ეს იყო გულწრფელი პროტესტი გამწარებული ადამიანის, მაგრამ ეს ტკივილი გამოიყენეს", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. ალეკო ელისაშვილი მიმართავს ქართულ ოცნებას და მოუწოდებს, დღის ბოლომდე დაასახელოს პროკურორობის კანდიდატებად ან შალვა შავგულიძე ან ანა დოლიძე. „თუკი რაიმე ჭკუა აქვთ „ქართულ ოცნებაში“, მინდა მათ კატეგორიულად მივმართო – „ქართულმა ოცნებამ“ დღის ბოლომდე დაასახელოს მთავარ პროკურორად შალვა შავგულიძე ან ანა დოლიძე და არავინ სხვა. ტვინს აურევენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ზაზა სარალიძეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ამით დასრულდება“, – განაცხადა ელისაშვილმა.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)