21:30 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-02 18:59:25, 1157 ნახვა

კომენტარი
სარალიძე: შვილის ცხედრის წინაშე დავიფიცე, რომ მკვლელს აუცილებლად დავსჯი - კანონით ან უკანონოდ

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის ზაზა სარალიძის განცხადებით, მისი შვილის დაჭრის ფაქტში 3 ადამიანი მონაწილეობდა.

როგორც სარალიძემ "ტვ პირველის" ეთერში განცხადა, 2 პირი ამ დროისთვის დაკავებული არ არის. მან დასძინა, რომ სიმართლეს აუცილებლად დაამტკიცებს და შვილის მკვლელებს დასჯის. 

"დღეს ძალიან ბევრი შვილმკვდარი მშობელი მოდის აქციებზე და აკეთებენ განცხადებებს. ისინი უდიდესი უსამართლობის წინაშე დგანან. ხალხს დაუხოცეს შვილები და ეს საქმეები გამოძიებულიც კი არ არის. მთავარი საკითხი თუ რატომ ჩავერთე ამ ბრძოლაში - ჩემი შვილის ცხედრის წინაშე დავიფიცე, რომ სიმართლეს მივაღწევ. ჩემი შვილის მკვლელს აუცილებლად დავსჯი - ან კანონით ან უკანონოდ. კარგად იცით, როგორია ქართველი ადამიანი ასეთ ვითარებაში. თუ მთავრობა მათ არ დასჯიდა, ქვეყნის ნებისმიერ ადგილას, რომ წასულიყვნენ ვიპოვიდი და დაუსჯელები არ დარჩებოდნენ. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ვაჟკაცი ვარ და ასე გავაკეთებდი. ნებისმიერმა ადამიანმა იცის, რომ ადრე თუ გვიან ასეც მოხდება. რატომ ვიბრძვი სამართლიანობისთვის - 3 ადამიანია ვინც დათუნას დაჭრის ფაქტში მიიღო მონაწილეობა. ერთს სასჯელი გადაუკვალიფიცირდა, ხოლო კიდევ 2 პირი გარეთ არის", - განაცხადა ზაზა სარალიძემ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics