07:34 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-27 18:34:59, 792 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი აბაშიშვილი: ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფის კანონპროექტი პროფესიულად ცუდად მომზადებულია

ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის გიორგი აბაშიშვილისა და ექსპერტების შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასრულდა. 

შეხვედრაზე ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფასთან დაკავშირებით ინიცერებულ კანონპროექტზე იმსჯელეს. აბაშიშვილის თქმით, არსებობს კონსესუსი იმასთან დაკავშირებით, რომ ეკონომიკა პოლიტიკისგან თავისუფალი უნდა იყოს. 
მისივე თქმით, ექსპერტები თანხმდებიან, რომ ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით კანონპროექტი ნაჩქარევად მომზადდა. 
„ეს ინიციატივა ბევრ ფაქტობრივ შეცდომას შეიცავს, თუნდაც განმარტებითი ბარათი, აბსოლიტურად ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებებია დაფიქსირებული და შეუძლებელია პროფესიული კუთხით აღნიშნული ინიციატივა შეფასდეს თუნდაც როგორც დამაკმაყოფილებელი. პროფესიულად ეს ცუდად მომზადებულია. კანონპროექტის მომზადების პროცესში არც ბიზნესის წარმომადგენლები, არც ექსპერტები, არც საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულნი. აუცილებელია კომუნიკაცია ბიზნესთან საფუძველშივე იყოს, მაშინ როდესაც მზადდება კანონპროექტი, რომელიც მათ ეხებათ. მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება დააზიანებს არამხოლოდ საბანკო სექტორს, ეს შეეხება თითოეულ მოქალაქეს და ასეთი ტიპის გადაწყვეტილება ქვეყანაში ეკონომიკურ ვითარებას პირდაპირ აზიანებს“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა და დასძინა, რომ აღნიშნულ საკითხზე ხვალ ბანკების წარმომადგენლებს შეხვდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics