07:35 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-27 18:12:18, 844 ნახვა

ეკონომიკა
ლევან კალანდაძე: საფუძველი არ მაქვს, საქსტატის მიუკერძოებლობაში ეჭვი შევიტანო

ეკონომიკურ საკითხებში ექსპერტი ლევან კალანდაძე 2013 წელთან შედარებით დასაქმების მაჩვენებლის ზრდას დადებითად აფასებს. 

ამის შესახებ მან საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის ტანახმადაც 2014 წელს 2013 წელთან შედარებით, უმუშევრობის დონე 2.2%–ით შემცირდა. 
როგორც კალანდაძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, მას  არანაირი საფუძველი არ აქვს, საქსტატის კომპეტენტურობასა და მიუკერძოებლობაში ეჭვი შეიტანოს. 
მისივე თქმით, დასაქმების მაჩვენებლის ზრდა, როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორში ორი მნიშვნელოვანი აქტივობით არის  გამოწვეული. 
 „დასაქმებლის მაჩვენებლის ზრდა ორივე კომპონენტში დაფიქსირებულია, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში. კერძო სექტორში ძირითადად გამოწვეული იყო 2014 წლის განმავლობაში ორი მნიშვნელოვანი აქტივობით.  ერთი უკავშირდება მოსახლეობის საყოველთაო აღრიცხვას, მეორე არჩევნებს. მეორე საკითხია ის, რომ კერძო სექტორში ეკონომიკური ზრდის შედეგად დასაქმებულთა რაოდენობა გაზრდილია და ეს გამოწვეულია მშენებლობის სექტორში მნიშვნელოვანი ზრდით, როგორც კაპიტალდაბანდებების თვალსაზრისით, ისე დღგ–ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვის გაზრდით.  ეკონომიკური აქტივობის ზრდა დასაქმების მაჩვენებლის ზრდასთან პირდაპირ კავშირშია“, – განაცხადა კალანდაძემ.
მან აქვე დასძინა, რომ  საქსტატის ხელმძღვანელობასთან დღეს გარკვეული ინფორმაციები გადაამოწმა და გაერკვა, რომ არანაირი მეთოდოლოგიური ცვლილება არ განხორციელებულა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics