|
2018-05-30 16:12:15, 1040 ნახვა
რეგიონი
ევრონიუსი ბათუმის შესახებ კიდევ ერთ საინტერესო ვიდეობლოგს აქვეყნებს
“24 საათი ბათუმში” - ასე ჰქვია ვიდეობლოგს ევრონიუსზე, რომლის წამყვანიც მაყურებელს აცნობს თუ რისი გაკეთება შეიძლება ბათუმში 24 საათის განმავლობაში. გადაცემის ობიექტივში მოხვდა ბათუმის ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბოტანიკური ბაღი, ანბანის კოშკი, ქართველი დიზაინერები, თანამედროვე და ქალაქში პოპულარული კაფე-ბარები, ასევე აჭარული ხაჭაპური, ჩურჩხელა და ქართული ღვინო. „ბათუმის შესახებ მომზადებული ვიდეობლოგი გათვლილია ადამიანებზე, რომლებიც პირველად სტუმრობენ ამ თუ იმ ტურისტულ ქალაქს, ეძებენ ახალ ემოციებს, თავგადასავლებსა და გამოცდილებას. ბათუმი კი ამ შემთხვევაში ისეთი ქალაქების გვერდით მოხვდა, როგორებიცაა ლისაბონი, ბერლინი და ათენი. წელს, ძალიან აქტიური რეკლამას გვაქვს ევრონიუსის ეთერით, რაც როგორც გადაცემებს, სიუჟეტებსა და ბლოგებს, ასევე აჭარის საიმიჯო ვიდეორგოლების გაშვებას ითვალისწინებს. გარდა ბათუმის ვიდეობლოგისა ევრონიუსის მაყურებელმა აჭარის შესახებ მომზადებული 4 გადაცემა და რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლები ნახა მაისის განმავლობაში, შესაბამისად ტელეკომპანიის ეთერით აჭარის ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს 195 ქვეყანაში გაეცნენ. შემოდგომაზე კი ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფი აჭარას კიდევ ერთხელ, უკვე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გასაშუქებლად ესტუმრება,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო ხახუბიამ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის რეკლამირებასა და პოპულარიზაციას 16 სამიზნე ქვეყანაში ანხორციელებს, რაც ძირითადად გარე, სატელევიზიო და ონლაინ რეკლამებს ითვალისწინებს. ევრონიუსის გარდა აჭარის შესახებ გადაცემებსა და სიუჟეტებს დოიჩე ველე და სამიზნე ქვეყნების ადგილობრივი ტელევიზიები ამზადებენ.
(NS)
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)