|
2018-05-30 14:00:19, 1635 ნახვა
სამართალი
შოთაძე - ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ვერც ერთი გარეშე პირი ვერ ჩაერთვება
„ვერც ერთი გარეშე პირი, რომელიც ამ სისხლის სამართლის საქმეზე არ არის ადვოკატი, დაზარალებული, ან ბრალდებული, საქმეში ვერ ჩაერთვება“, - ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მისი შეთავაზება ერთ-ერთი მოკლულის მამასთან, ზაზა სარალიძესთან შეხვედრის შესახებ კვლავ ძალაშია. „ჩემი წინადადება იყო, რომ შევხვედროდი დაზარალებულ ზაზა სარალიძეს და ეს წინადადება დღესაც ძალაში არის. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია შეხვედრამდე და შეთანხმებული ვიყავით რომ ზაზა სარალიძე უნდა მოსულიყო მის ადვოკატ ლონდარიძესთან ერთად და ორივეზე საშვი დაშვებული იყო. ეს არის კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე სამუშაო შეხვედრა, სადაც უნდა ყოფილიყო საუბარი კონკრეტულ სახელებზე გვარებზე, კონკრეტულ არასრულწლოვნებზე, რომელბმაც ჩაიდინეს გარკვეული ქმედებები და მონაწილეობა მიიღეს გარკვეულ ინციდენტებში. შესაბამისად, ვერც ერთი გარეშე პირი, რომელიც ამ სისხლის სამართლის საქმეზე არ არის ან ადვოკატი, ან დაზარალებული, ან ბრალდებული ან მათი ადვოკატი ვერ ჩაერთვება ამ საქმეში“,-განაცხადა ირაკლი შოთაძე.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)