|
2018-05-30 10:14:36, 1437 ნახვა
პოლიტიკა
ნიკოლ ფაშინიანი თბილისშია
თბილისი-საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია. სომხეთის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციის დახვედრის ოფიციალური ცერემონია თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა. საქართველოს მხრიდან სომხეთის პრემიერ-მინისტრს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დახვდა. მისი შეფასებით, აღნიშნული ვიზიტი განავითარებს საქართველო-სომხეთის ურთიერთობებს ყველა მიმართულებით. „მივესალმებით სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ბატონი ფაშინიანის ვიზიტს საქართველოში, განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ის პირველი ორმხრივი ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოს. ეს ხაზს უსვამს სურვილს, რომ განვითარდეს ყველა მიმართულებით ორმხრივი ურთიერთობები საქართველოსა და სომხეთს შორის. რა თქმა უნდა პოტენციალი დიდია ბევრი მიმართულებით და ჩვენ განვიხილავთ ამ ვიზიტისას საკითხებს, რომლებიც ეხება ჩვენს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ეხება კულტურულ კავშირებს, ჩვენს პოლიტიკურ დიალოგს და თანამშრომლობას სხვადასხვა ფორმატებში, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი იქნება ახალი შედეგების მომტანი ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის,"-განაცხადა მინისტრმა. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება. ასევე საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრები თბილისის საკრებულოში, სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრებიან. სომხეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად იმყოფება, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ზოჰრაბ მნაცაკანიანის შეხვედრა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)