07:34 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-27 16:08:34, 813 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი ბანკის“ iPad ბანკი მსოფლიო დონის მარკეტინგულ კონკურსზე დაჯილდოვდა

მსოფლიო დონის მარკეტინგულ კონკურსზე „კომუნიკატორი“ „თიბისი ბანკის“ iPad ბანკმა მობილური აპლიკაციების ნომინაციაში გაიმარჯვა და „განსხვავებულობის“ ჯილდო მიიღო. 

„თიბისი ბანკი“ პირველი ქართული ბანკია, რომელმაც ტექნოლოგიური პროდუქტის შექმნისათვის, „კომუნიკატორის“ პრესტიჟული ჯილდო მიიღო.

„კომუნიკატორი“ წამყვანი საერთაშორისო დაჯილდოებაა, რომელიც უკვე 21 წელია იმართება და ყოველწლიურად მარკეტინგსა და კომუნიკაციებში მიღწეული საუკეთესო შედეგებისათვის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოქმედ კომპანიებს აჯილდოებს.    https://www.communicatorawards.com/home/  

კონკურსზე ყოველწლიურად, ნომინაციების მიხედვით, 6000-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს. ეს ნომინაციებია: აუდიო, ვიდეო, პრინტი, ინტეგრირებული კამპანიები, მარკეტინგული ეფექტურობა, ონლაინ ვიდეო, ვებსაიტები, ონლაინ რეკლამა, მობილური აპლიკაციები.

 „თიბისი ბანკის“ iPad ბანკი სწორედ მობილური აპლიკაციების ნომინაციაში გახდა გამარჯვებული.

 გამარჯვებული კომპანიების შერჩევის კრიტერიუმს ადამიანებზე და მომხმარებლებზე ამა თუ იმ მარკეტინგული კამპანიისა თუ პროდუქტის გავლენის მასშტაბი წარმოადგენს.

„კომუნიკატორის“ ორგანიზატორების თქმით, „ჯილდო განსხვავებულობისათვის“ გადაეცემათ კომპანიებს იმ პროექტებისათვის, რომლებიც ცდებიან ინდუსტრიის სტანდარტს ხარისხითა და მიღწევით.

„კომუნიკატორის“ ჟიურის ფუნქციას ასრულებს „ინტერაქციისა და ვიზუალური ხელოვნების აკადემია“, რომელიც დაკომპლექტებულია კომუნიკაციებისა და მარკეტინგულ ინდუსტრიებში მომუშავე პროფესიონალებით. ჟიურის შემადგენლობაში არიან ისეთი კოპანიების წარმომადგენლები როგორებიცაა  Disney, The Ellen Degeneres Show, Estee Lauder,  MTV Networks, Sotheby's Institute of Art, Time, Victoria's Secret, Wired, and Yahoo!  

 „ვამაყობთ, რომ ასეთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელები გავხდით. მით უფრო სასიხარულოა, რომ ეს ჯილდო ეხება ისეთ თანამედროვე ტექნოლოგიურ პროდუქტს, როგორიც არის თიბისი ბანკის iPad ბანკი. ეს გვაფიქრებინებს, რომ მსოფლიოში არსებულ ტრენდებს ტექნოლოგიური განვითარების თვალსაზრისით აქტიურად მივყვებით და ვქმნით ისეთ პროდუქტებს, რომლებიც სრულიად არის მორგებული 21 საუკუნის მომხმარებელზე“, - განაცხადა „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics