|
2018-05-28 18:39:13, 1702 ნახვა
სამართალი
ზაზა სარალიძე: ბრალდებულმა საქმეში მირზა სუბელიანის ჩარევა დაადასტურა
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე სასამართლოს პირველი ჩვენება იმ არასრულწლოვანმა მისცა, რომელსაც პროკურატურა განზრახ მკვლელობას ედავება. ერთ-ერთი მოკლულის მამის, ზაზა სარალიძის განცხადებით, პროცესზე არასრულწლოვანმა საქმეში პროკურორ მირზა სუბელიანის ჩარევა დაადასტურა. „მოწმის ნათქვამით მიხეილ კალანდიას ქურთუკის მკლავზე დაინახა სისხლი და ასევე რაღაც საგანი რაც ხელში ეჭირა. პლიუს ამას, დაადასტურა მირზა სუბელიანთან შეხვედრა. როდესაც მირზა სუბელიანი მივიდა კალანდიების სახლში, მიესალმა კიდევაც მას და შემდეგ უკვე როდესაც სახლიდან გადიოდა, კალანდიამ უთხრა, რომ „ბიძაჩემი ხომ იცი რა მაგარი პროკურორია, თვითონ დაალაგებს ამ საქმესო“. ეს უკვე საკმაო ინფორმაცია არის. მირზა სუბელიანზე ჯერ აქამდე უნდა დაწყებულიყო სამართლებრივი დევნა, მაგრამ უკვე კიდევ ერთი მოწმიდან არის დადასტურებული მისი იქ ყოფნა და საქმეში უხეშად ჩარევა“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ. შეგახსენებთ, პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას ორი არასრულწლოვანი ცივი იარაღით დაჭრეს. ერთი მოზარდი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მძიმე ჭრილობების გამო, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მკლელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანია დაპატიმრებული, 5 პირი კი, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის პასუხისგებაშია მიცემული.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)